02:35 - 27 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-08 13:49:18, 3005 ნახვა

ომი უკრაინაში
გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტი უკრაინის დედაქალაქ კიევში ჩავიდა

გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტი ბარბელ ბასი, მეორე მსოფლიო ომის მსხვერპლთა ხსოვნის დღის პატივის მისაგებად, კიევში ჩავიდა. ინფორმაციას ბუნდესტაგის მდივანი ენრიკო ბრისა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ბარბელ 8 მაისთან დაკავშირებულ სამახსოვრო ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.

„ბუნდესტაგის პრეზიდენტი, ბარბელ ბასი იწყებს ვიზიტს კიევში. დღეს, 8 მაისს ის პატივს მიაგებს მეორე მსოფლიო ომის ყველა მსხვერპლს და გაიხსენებს ნაციონალ-სოციალისტურ ტირანიას და გამართავს პოლიტიკურ დიალოგებს,“ - წერს ბრისა ტვიტერზე.

შეგახსენებთ, რომ აპრილის შუა რიცხვებში გერმანიის პრეზიდენტის, ვალტერ შტაინმაიერის უკრაინაში ვიზიტი ჩაიშალა, რადგან უკრაინულმა მხარემ  მის მიღებაზე, რუსეთთან მრავალწლიანი მჭიდრო ურთიერთობის გამო, უარი თქვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics