14:21 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-06 21:43:28, 1368 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უსაყვედურა ქვეყნებს, რომლებიც მხარს უჭერენ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და მის ენერგორესურსებს ყიდულობენ

"თუ თქვენ გააგრძელებთ რუსეთისთვის ენერგეტიკის საფასურის გადახდას, მხოლოდ დროის საკითხია თუკი რუსული ჯარები ევროკავშირის ქვეყნების საზღვრებს გადაკვეთენ. - ამ სიტყვებით, პრეზიდენტმა საერთაშორისო ურთიერთობების სამეფო ინსტიტუტის Chatham House-ის სპეციალისტებს მიმართა,

მისივე თქმით, "ეს ფარისევლობაა".

"არ უნდა იყოთ ცოტა ბოროტი და ცოტა კეთილი. დაწესეთ სანქციები მარჯვენა ხელით და გააფორმეთ ახალი კონტრაქტები რუსეთთან მარცხენა ხელით. ეს ნამდვილად არ არის შესაფერისი ომის დროს. ეს არის თვალთმაქცობა." - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, სანქციები ისეთი უნდა იყოს, რომ შემოღების შემდეგ მათი განახლება არ გახდეს საჭირო. თუ გადაწყვეტილება მიიღება SWIFT სისტემიდან გათიშვის შესახებ, მაშინ ის უნდა იქნას გამოყენებული რუსეთის მთელ საბანკო სისტემაზე.

„თამაში არ არის საჭირო, თუ გესმით, რომ ამ ენერგიის გარეშე ვერ იცხოვრებთ, მაშინ თქვით, რომ ორ თვეში შეძლებთ, დამეთანხმებით. არ არის საჭირო ცალკეული ქვეყნებისთვის გამონაკლისის გაკეთება, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ. ეს არის ერთიანი ევროკავშირის მნიშვნელობა, ეს არის ფრაზა „ევროპული კავშირის“ მნიშვნელობა“, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირს, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთს სანქციების პოლიტიკისთვის. ამასთან, მისი აზრით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები პრევენციულად უნდა ყოფილიყო გამოყენებული.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ექიმი მარი მალაზონია: დიუშენის სინდრომის მედიკამენტი არა უბრალოდ წამალია შვილებისთვის, ეს არის სიცოცხლის შესაძლებლობა
მარიამ ქვრივიშვილი ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა
კალაძე საკადრო ცვლილებებზე: დღეს შეიძლება იყო ერთ თანამდებობაზე, ხვალ მეორეზე
საქსტატი: 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics