17:32 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-06 21:01:26, 1026 ნახვა

საზოგადოება
ოლადაურში, სახალხო დღესასწაული ,,მარეთობა“ გაიმართა

ოლადაურში,  სახალხო დღესასწაული ,,მარეთობა“ გაიმართა. - ამის შესახებ ინფორმაციას შუახევის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე თქმით, სახალხო დღესასწაული ადგილობრივებს და დამსწრე საზოგადოებას,  შუახევის მერმა, ომარ ტაკიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე, როსტომ ლორთქიფანიძემ, საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებმა ანზორ ბოლქვაძემ, ფრიდონ ფუტკარაძემ, მთავრობის წევრებმა და საზოგადოება "მარეთის“ თავმჯდომარე, აკაკი მახარაძემ მიულოცეს.
სახალხო დღესასწაული მიზნად ისახავს, მარეთის ხეობისთვის დამახასიათებელი ტრადიციების პოპულარიზაციასა და შენარჩუნებას. 

დღესასწაულზე გაიმართა კულტურულ-სპორტული ღონისძიებები. მოეწყო ხეობისთვის დამახასიათებელი ეთნოგრაფიული ნიმუშებისა და ტრადიციული გასტრონომიის გამოფენა. 

წელს ,,საპატიო მარეთელის“ წოდება 5 მოქალაქეს მიენიჭა, ასევე დაჯილდოვდნენ წარმატებული მოსწავლეები.
დღესვე, გამონათლევის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიიდან, მთავრობის წევრებმა, მოსახლეობას გიორგობა მიულოცეს და  გამონათლევის მიმდებარედ, საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

სახალხო დღესასწაული ,,მარეთობა“, შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებითა და საზოგადოება ,,მარეთის“ მხარდაჭერით გაიმართა.

 



 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინმა მოსკოვის გარშემო კიდევ ერთი საჰაერო თავდაცვის რგოლის აშენება გადაწყვიტა
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics