14:21 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-06 18:18:28, 1577 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელი - შვიდი ქვეყანა მზადაა ჩვენი უსაფრთხოების გარანტი გახდეს

შვიდი ქვეყანა თანახმაა, გახდეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტი. ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა ანდრეი ერმაკმა RBC-Ukraine-თან ინტერვიუში გააკეთა.

ერმაკმა განაცხადა რომ უკრაინის უსაფრთხოების გარანტორებს შორის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, თურქეთი, პოლონეთი, იტალია და იტალია მოიაზრება, თუმცა უკრაინას სურს მათ შორის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაც იხილოს.

„თითოეულ ქვეყანას აქვს თავისი ისტორია და პოლიტიკა. დღეს შეიძლება ითქვას, რომ უსაფრთხოების გარანტორებს შორის გვინდა ვიხილოთ ჩინეთი, ინდოეთი და, შესაძლოა, სხვა ქვეყნებიც. მაგრამ ეს დამოკიდებულია ასეთი ქვეყნების პოზიციაზე. ჯერჯერობით, ჩინეთს საჯაროდ არ გამოუთქვამს მზადყოფნა მსგავსი მოლაპარაკებებისთვის. კონტაქტები, რა თქმა უნდა, არის.ჩინეთი სერიოზული მოთამაშეა საერთაშორისო არენაზე. ჩვენ გვაქვს ყველაზე მაღალი სავაჭრო ბრუნვა ჩინეთთან და მე მჯერა, რომ უსაფრთხოება მნიშვნელოვანი იქნება როგორც ჩინეთისთვის, ასევე უკრაინისთვის. უკვე ბევრი სტრატეგიული პარტნიორი დათანხმდა, რომ გახდეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტი, ესენია: შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, თურქეთი, პოლონეთი, იტალია და სხვა,“ - აღნიშნა იერმაკმა.

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა იმედი გამოთქვა, რომ ჩინეთი შეუერთდება გარანტორებს,  როდესაც დოკუმენტის პროექტი მზად იქნება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ექიმი მარი მალაზონია: დიუშენის სინდრომის მედიკამენტი არა უბრალოდ წამალია შვილებისთვის, ეს არის სიცოცხლის შესაძლებლობა
მარიამ ქვრივიშვილი ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა
კალაძე საკადრო ცვლილებებზე: დღეს შეიძლება იყო ერთ თანამდებობაზე, ხვალ მეორეზე
საქსტატი: 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics