01:34 - 27 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-06 14:35:56, 1464 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის პრემიერ-მინისტრი: ქვეყნის აღდგენის მთავარი წყარო რუსული ფული უნდა იყოს

უკრაინის აღდგენის მთავარი წყარო რუსული ფული უნდა იყოს,-აღნიშნული განცხადება უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა ვარშავაში გამართული  საერთაშორისო დონორთა კონფერენციის დასრულების შემდეგ გააკეთა.

 მისი თქმით, ომის შედეგად არსებულმა ზარალმა 600 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

"ნაწილობრივ ამას ჩვენი პარტნიორები დააფინანსებენ, ნაწილობრივ ჩვენი ბიუჯეტით, რასაც ახლა ვაკეთებთ სარეზერვო ფონდიდან თანხების გამოყოფით,მაგრამ მთავარი წყარო. რა თქმა უნდა, აგრესორის ფული უნდა იყოს, დღეს რუსეთის ფედერაციის დაახლოებით 300 მილიარდის აქტივი გაყინულია,  ზოგადად, თუ ავიღებთ რუსი ოლიგარქების გაყინულ აქტივებს, ეს არის დაახლოებით 500 მილიარდი დოლარი.  დღეის მდგომარეობით, უკრაინის ზარალი 600 მილიარდ დოლარად არის შეფასებული, დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ზარალის გამოკლებით. განადგურებულია ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი სახლები, ბიზნესი, სამრეწველო საწარმოები“, - განაცხადა შმიგალმა.

მან ასევე დასძინა, რომ ომში მიყენებული ზარალის ანაზღაურება მომავალში უსაფრთხოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი გახდება.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics