|
2022-05-06 11:31:54, 834 ნახვა
საზოგადოება
„თიბისისა“ და კომპანია „ფერის“ პარტნიორობის ფარგლებში, „ხობი 2 ჰესის“ გვირაბის გაყვანა დასრულდა
„თიბისის“ მხარდაჭერით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში „ხობი 2 ჰესის“ 7 კილომეტრამდე სიგრძის გვირაბის გაყვანა დასრულდა. „თიბისის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პროექტის ინფრასტრუქტურული ნაწილის განხორციელებას კომპანია „ფერი“ უზრუნველყოფს. დამფუძნებლები კი, „ფერისთან“ ერთად, ისეთი მსხვილი კომპანიები არიან, როგორებიცაა: „კავკასუს როად პროჯექტ“, „მეიდანი” და „ჯი დი ენერჯი“. მათივე ცნობით, პროექტის ჯამური ინვესტიცია 84 მილიონი აშშ დოლარია, საიდანაც „თიბისის“ თანამონაწილეობა 28 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. „ხობი 2 ჰესის“ სიმძლავრე - 46.7 მეგავატი, წლიური გამომუშავება კი 195 გვტ/სთ-ია. პროექტი 2015 წელს დაიწყო და ის 2023 წლის ზაფხულის ბოლოს დასრულდება. „კომპანია „ფერი“ 3 ათწლეულზე მეტია ბაზარზე ოპერირებს. საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, ქვეყანასთან ერთად გავიარეთ ზრდისა და განვითარების გზა. დღეს ჩვენი პორტფელი, ისეთი ერთგული პარტნიორების მხარდაჭერით, როგორიც „თიბისია“, ათეულობიით პროექტს აერთიანებს როგორც ენერგეტიკის, ასევე ინფრასტრუქტურის მიმართულებით. განვითარების პროცესში, ჩვენი მიზნები და სურვილები მუდმივად უცვლელი იყო. ერთ-ერთი ასეთი მიზანია ქვეყანა ნაკლებად იყოს დამოკიდებული იმპორტირებულ ენერგორესურსზე და მაქსიმალურად ავითვისოთ საკუთარი. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ენერგეტიკის სექტორში ჩვენ მიერ განხორციელებული პროექტები. „ფერის“ ჩართულობით აშენებული ჰიდროელექტროსადგურები დღეს 150 მეგავატს აგენერირებს. ამასთან ერთად, ჩვენს პორტფელში არაერთი მიმდინარე თუ სამომავლო პროექტია გაწერილი, რომელთა რიცხვშია „ხობი 2 ჰესის“ მიმდინარე პროექტიც. ჯამში, მომავალი 3-4 წლის განმავლობაში, ვგეგმავთ, რომ ჰიდრო რესურსის დახმარებით - 250, ქარის რესურსით - 200, მზის ენერგიით კი 50 მეგავატი გამოვიმუშაოთ“, - განაცხადა „ფერის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ლაშა იორდანიშვილმა. „მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანამ გაიუმჯობესოს ენერგოუსაფრთხოება და შეამციროს იმპორტირებულ ენერგიაზე დამოკიდებულება. ამისათვის, მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ არსებული განახლებადი რესურსი, რაც საქართველოში უხვად მოგვეპოვება. აღნიშნული რესურსის ათვისებას კომპანია „ფერი“ წარმატებით უზრუნველყოფს, რომლის პარტნიორიც, დაფუძნების დღიდან „თიბისია“. „თიბისის“ მიერ „ფერისთვის“ დღემდე გაცემული დაფინანსება ჯამში 40 მილიონ დოლარს შეადგენს. „ხობი 2 ჰესის“ მიმდინარე პროექტთან ერთად, ჩვენი წარმატებული თანამშრომლობის დასტურია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი, 108 მეგავატი დადგმული სიმძლავრის „დარიალი ჰესი“. ასევე, 5 ჰიდროელექტროსადგური, რომელიც უკვე ოპერირებს და რომლის ჯამური სიმძლავრე 37,2 მეგავატია“, - განაცხადა „თიბისის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, გიორგი თხელიძემ. „თიბისის“ მხარდაჭერით, ენერგეტიკის სექტორში ჯამში 260 მილიონი დოლარის ინვესტიცია ხორციელდება, საიდანაც „თიბისის“ სასესხო პორტფელი 200 მილიონ დოლარამდე შეადგენს. ბანკის მიერ, ქვეყნის მასშტაბით, ჯამური დადგმული სიმძლავრით 267 MW 30 ჰიდროელექტროსადგურია დაფინანსებული. შედეგად, „თიბისის“ ბაზრის წილი ენერგეტიკის სექტორში 80%-ია.
პუტინმა მოსკოვის გარშემო კიდევ ერთი საჰაერო თავდაცვის რგოლის აშენება გადაწყვიტა
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)