13:01 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-06 10:44:29, 1381 ნახვა

ომი უკრაინაში
CNN - უკრაინულმა მხარემ კრეისერ „მოსკვას“ ჩასაძირად სადაზვერვო ინფორმაცია შეერთებული შტატებისგან მიიღო

შავ ზღვაში რუსული კრეისერ „მოსკვას“ ჩაძირვაში უკრაინულმა მხარემ სადაზვერვო ინფორმაცია ამერიკის შეერთებული შტატებისგან მიიღო. ამის შესახებ CNN-ს აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის წყაროებმა განუცხადეს. 

ამასთან, არ არის დაკონკრეტებული, იცოდა თუ არა იმ მომენტში შეერთებულმა შტატებმა, რომ უკრაინა კრეისერზე დარტყმას ამზადებდა. როგორც თანამოსაუბრეებმა აღნიშნეს, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ამის შესახებ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღეს, მასში შეერთებული შტატები არ მონაწილეობდა.

"უკრაინის ძალებმა, რომლებმაც შენიშნეს რუსული სამხედრო ხომალდი შავ ზღვაში, დაუკავშირდნენ ამერიკელ კონტაქტებს, რათა დაადასტურებინათ, რომ ეს იყო კრეისერი "მოსკვა". ამერიკულმა მხარემ უპასუხა, რომ ეს იყო გემი და დაზვერვას მიაწოდა მისი ადგილსამყოფელი", - აცხადებენ წყაროები.

პენტაგონის სპიკერმა, ჯონ კირბიმ უარყო მედიის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აშშ აწვდიდა ინფორმაციას უკრაინას ბრძოლის ველზე რუსი გენერლების ადგილსამყოფელის შესახებ, ასევე, "მოსკოვის" მიზანში ამოღების შესახებ. მისი თქმით, აშშ არ მონაწილეობს უკრაინელი სამხედროების გადაწყვეტილებაში, ვინ იქნება მათი სამიზნე.

„ჩვენ არ ვაწვდით დაზვერვას ინფორმაციას ბრძოლის ველზე უმაღლესი სამხედრო ლიდერების ადგილმდებარეობის შესახებ და არ ვმონაწილეობთ გადაწყვეტილებებში უკრაინელი სამხედროების დამიზნების შესახებ“, - განაცხადა პენტაგონის სპიკერმა. 

შეგახსენებთ, რომ 14 აპრილს შავ ზღვაში ჩაიძირა რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანი, სარაკეტო კრეისერი Moskva . უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ კრეისერს ორი უკრაინული წარმოების ნეპტუნის ტიპის საზენიტო რაკეტა მოხვდა. რუსეთმა ეს ფაქტი უარყო, მაგრამ პენტაგონმა მოგვიანებით დაადასტურა უკრაინული მხარის ინფორმაცია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალაძე საკადრო ცვლილებებზე: დღეს შეიძლება იყო ერთ თანამდებობაზე, ხვალ მეორეზე
საქსტატი: 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია
Reuters - უკრაინა დრუჟბას ნავთობსადენის მეშვეობით ნავთობის მიწოდებას ოთხშაბათს აღადგენს
ჯო უილსონი: პუტინი ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ კონტროლირებად ანაკლიის პორტს იყენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics