13:03 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-06 10:15:33, 1463 ნახვა

ომი უკრაინაში
ჯორჯ ბუში - პატივი მქონდა, რამდენიმე წუთით მესაუბრა პრეზიდენტ ზელენსკისთან, ჩვენი დროის უინსტონ ჩერჩილთან

ამერიკის შეერთებული შტატების 43-ე პრეზიდენტი ჯორჯ ბუში ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა და მას "ჩვენი დროის უინსტონ ჩერჩილი" უწოდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც ბუში ინსტაგრამზე წერს, ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა მთელ უკრაინელ ხალხს აგრესორის წინააღმდეგ ბრძოლაში მხარდაჭერა გამოუცხადა.

"პატივი მქონდა, ამ დილით რამდენიმე წუთით მესაუბრა პრეზიდენტ ზელენსკისთან, ჩვენი დროის უინსტონ ჩერჩილთან. მადლობა გადავუხადე პრეზიდენტს ლიდერობისთვის, თავისუფლებისადმი ერთგულებისთვის და მაგალითისთვის, რომელიც აჩვენა. მივესალმე უკრაინელი ხალხის გამბედაობას. პრეზიდენტმა ზელენსკიმ დამარწმუნა, რომ ისინი არ დანებდებიან პუტინის ბარბაროსობისა და ავაზაკობის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამერიკელები შთაგონებული არიან უკრაინელების სიმტკიცითა და გამძლეობით. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინელების გვერდით დგომას, როგორც ისინი დგანან თავიანთი თავისუფლების დასაცავად", - წერს ჯორჯ ბუში.

თავის მხრივ, ზელენსკიმ თქვა, რომ "ამერიკელები ღია ხალხია" და რომ უკრაინელებსა და ამერიკელებს აქვთ საერთო ღირებულებები.

ასევე, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯორჯ ბუში უკრაინაში მიიწვია. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალაძე საკადრო ცვლილებებზე: დღეს შეიძლება იყო ერთ თანამდებობაზე, ხვალ მეორეზე
საქსტატი: 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია
Reuters - უკრაინა დრუჟბას ნავთობსადენის მეშვეობით ნავთობის მიწოდებას ოთხშაბათს აღადგენს
ჯო უილსონი: პუტინი ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ კონტროლირებად ანაკლიის პორტს იყენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics