13:01 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-05 21:12:46, 1567 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინა - გერმანია უკრაინის ძლიერ მოკავშირედ რჩება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიის პრეზიდენტს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი ავრცელებს.

მისივე თქმით, გერმანია უკრიანის ძლიერ მოკავშირედ რჩება.

„უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკისა და გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შორის დიალოგი დღეს ნამდვილად შედგა. გერმანია უკრაინის ძლიერ მოკავშირედ რჩება. დეტალების შესახებ ოფიციალური განცხადება გაკეთდება. მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ უკრაინის დახმარებაში ევროპის ერთიანობის რღვევის შესახებ რუსეთის იმედები ამაოა“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალაძე საკადრო ცვლილებებზე: დღეს შეიძლება იყო ერთ თანამდებობაზე, ხვალ მეორეზე
საქსტატი: 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია
Reuters - უკრაინა დრუჟბას ნავთობსადენის მეშვეობით ნავთობის მიწოდებას ოთხშაბათს აღადგენს
ჯო უილსონი: პუტინი ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ კონტროლირებად ანაკლიის პორტს იყენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics