18:27 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-05 10:55:57, 932 ნახვა

საზოგადოება
პენსიებისა და სოციალური გასაცემლების დარიგების საბანკო მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა

ფულადი გასაცემლების გაცემის/დარიგების საბანკო მომსახურების შესყიდვისთვის, სატენდერო წინადადებების მიღება 11 მაისს დაიწყება. ტენდერში მონაწილეობისთვის, წინადადების წარმოდგენა, კომპანიებს 16 მაისის ჩათვლით შეეძლებათ.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პენსიებისა და სოციალური გასაცემლების დარიგების საბანკო მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა.

კომერციული ბანკების წარმომადგენლებს მინისტრის მოადგილე, თამარ ბარკალაია შეხვდა.

„მხარეებმა, ტენდერში მონაწილეობასთან დაკავშირებით, ტექნიკური დეტალები განიხილეს. ჯანდაცვის სამინისტროსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლებმა დაინტერესებულ მხარეებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს.

ფულადი გასაცემლების გაცემის/დარიგების საბანკო მომსახურების შესყიდვისთვის, სატენდერო წინადადებების მიღება 11 მაისს დაიწყება. ტენდერში მონაწილეობისთვის, წინადადების წარმოდგენა, კომპანიებს 16 მაისის ჩათვლით შეეძლებათ.

განახლებული სატენდერო პირობების მიზანი, საპენსიო სესხებზე საპროცენტო განაკვეთის შემცირებაა. ბანკი, რომელიც მომავალში პენსიებს და სოციალურ გასაცემლებს დაარიგებს, ბენეფიციარებისთვის გაცემულ სესხებში განაკვეთს შეამცირებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
ლევან ხაბეიშვილზე ძალადობაში ბრალდებულმა სპეცრაზმელებმა ბრალი აღიარეს, მათ პატიმრობა შეუფარდეს
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics