11:42 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-04 15:08:56, 1546 ნახვა

ომი უკრაინაში
ე.წ. დონეცკის რესპუბლიკის თავდაცვის შტაბი აცხადებს, რომ ნავთობის საცავის დაბომბვას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვეროლა

დონეცკში ნავთობის საცავის დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, -  აღნიშნულის შესახებ ინფრომაციას ე.წ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიული თავდაცვის  შტაბი ავრცელებს.

მათი მტკიცებით, უკრაინელებმა ოთხი დიდი ტევადობის ავზი დაბომბეს, რომელიც 5000 კუბურ მეტრს ნავთობს შეიცავდა.

„წინასწარი მონაცემებით, მაკიივკაში ნავთობის საწყობის დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა“, - აცხადებს თავდაცვის შტაბი.

უკრაინის შეიარაღებულ ძალებს აღნიშნულ ბრალდებაზე ჯერ არ უპასუხიათ. 

უკრაინა აცხადებს, რომ რუსული ძალები მიზნად ისახავენ აღმოსავლეთ უკრაინის დონესცკისა და ლუგანსკის ყველა რეგიონზე კონტროლის აღებას.

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინაზე სხვადასხვა მიმართულებიდან დაიწყეს შეტევა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკი დედამიწის დღეს მწვანე ინიციატივებს აჯამებს
NATO-ს ახალი სპეცწარმომადგენელი სომხეთში ვიზიტით იმყოფებოდა, ისაუბრეს პარტნიორობის განვითარებაზე
ალბი კორძაიას პოსტის საფუძველზე შსს-მ გამოძიება გაუპატიურების მუხლით დაიწყო
ზუგდიდში ჯიჭონაიების შვიდ სულიან ოჯახს ასახლებენ, ადგილზე ხმაურია - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics