|
2022-05-04 14:29:50, 1305 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკმა“ Deutsche Bank-ისგან მომხმარებლების მდგრადი განვითარებისთვის ხარისხის ჯილდო მიიღო
Deutsche Bank-მა „საქართველოს ბანკი“ მომხმარებლების მდგრადი განვითარებისთვის Sustainable Client Excellence Award 2021- ის გამარჯვებულად დაასახელა. ბანკს ჯილდო ეფექტური და ზუსტი გადარიცხვებისთვის, ასევე საუკეთესო STP (Straight Through Processing) პროცესებისათვის გადაეცა. „დღევანდელ კონკურენტულ გარემოში, გრძელვადიანი წარმატების მისაღწევად ხარჯების შემცირება და გაუმჯობესებული სერვისი, რომელსაც STP უზრუნველყოფს, უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ეს ოდესმე ყოფილა. ამ ჯილდოს შეფასების საფუძველი, ისევე როგორც წინა წლებში, იყო ავტომატური წესით გადარიცხვების STP მიმართულება. გარდა ამისა, გვინდოდა შეგვეფასებინა ჩვენს ინსტიტუტებს შორის არსებული თანამშრომლობა. გვინდა მადლობა გადავუხადოთ საქართველოს ბანკს წარმატებული მრავალწლიანი პარტნიორობისთვის. მოუთმენლად ველით, გავაგრძელოთ ერთად მუშაობა“, - აცხადებს Deutsche Bank-ის მმართველი დირექტორი და ფულადი სახსრების მართვის ხელმძღვანელი, ვოლფგანგ ვაგნერი. „მოხარული ვარ, რომ საქართველოს ბანკი Deutsche Bank-ის მიერ აღიარებულია, როგორც საუკეთესო ფინანსური ინსტიტუტი, რომელმაც 2021 წელს სხვადასხვა ვალუტაში განხორციელებული ფულადი გადარიცხვებისას საუკეთესო სტანდარტები აჩვენა. ეს ჯილდო ენიჭება ბანკებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ავტომატური წესით გადარიცხვების ეფექტური განხორციელებისათვის საჭირო აუცილებელ სტანდარტებს.’’ - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.
სერბეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - რიგები კილომეტრებით გაიჭიმა
არჩევნებამდე სამი დღით ადრე ათასობით ისრაელელი ნეთანიაჰუს წინააღმდეგ მიტინგს მართავს
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დააკავა
ბელგოროდში, უკრაინის მასშტაბური თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)