11:42 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-04 14:20:11, 1550 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის დაზვერვა - რუსეთი 9 მაისს განადგურებულ მარიუპოლში აღლუმის გამართვას გეგმავს

რუსეთის ხელმძღვანელობა 9 მაისს დანგრეულ მარიუპოლში აღლუმის გასამართად ემზადება, ამისთვის ქალაქში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე სერგეი კირიენკო ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო ავრცელებს.

სამმართველოს მიერ აღნიშნულია, რომ კირიენკოს მთავარი ამოცანაა 9 მაისისთვის „საზეიმო ღონისძიებების“ მომზადება.

„გრძელდება ფართომასშტაბიანი პროპაგანდისტული კამპანია, რომლის დროსაც რუსებს აჩვენებენ ისტორიებს ადგილობრივი მაცხოვრებლების ოკუპანტებთან შეხვედრისგან განცდილ „სიხარულს“, - აღნიშნულია უწყებაში.

გარდა ამისა, ოკუპირებულ დონეცკში წელს უარი თქვეს „დღესასწაულის“ გამართვაზე, ამიტომ „სადღესასწაულო“ ცენტრის მარიუპოლში გადატანა იგეგმება, ამისათვის დანგრეულ ქალაქის ცენტრალურ ქუჩებს ნანგრევებისგან, დაღუპულთა გვამებისგან და აუფეთქებელი რუსული საბრძოლო მასალებისგან ასუფთავებენ.

შეგახსენებთ, რომ მანამდე უკრაინის დაზვერვის მიერ მოპოვებული მონაცემებით, რუსეთი უკრაინაში „სპეციალური ოპერაციის" გაგრძელებას 2022 წლის სექტემბრამდე გეგმავს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკი დედამიწის დღეს მწვანე ინიციატივებს აჯამებს
NATO-ს ახალი სპეცწარმომადგენელი სომხეთში ვიზიტით იმყოფებოდა, ისაუბრეს პარტნიორობის განვითარებაზე
ალბი კორძაიას პოსტის საფუძველზე შსს-მ გამოძიება გაუპატიურების მუხლით დაიწყო
ზუგდიდში ჯიჭონაიების შვიდ სულიან ოჯახს ასახლებენ, ადგილზე ხმაურია - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics