05:53 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-04 13:24:35, 1232 ნახვა

საზოგადოება
კრწანისის ტყეპარკში პროექტის „საქართველოს წითელი ნუსხის განახლება“ შედეგების პრეზენტაცია გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, პროექტი „საქართველოს წითელი ნუსხის განახლება“ მიმდინარეობს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ) თანამშრომლობით, გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში მიღწეული შედეგების პრეზენტაცია კრწანისის ტყეპარკში გაიმართა.

„2020 წელს დაწყებული პროექტის ფარგლებში, მეცნიერთა ჯგუფების მიერ პირველად განახლდა საქართველოს ,,წითელი ნუსხა”, დამუშავდა მრავალი წლის განმავლობაში შექმნილი სტატისტიკური და სამეცნიერო ინფორმაცია. ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ასობით სახეობის საკონსერვაციო სტატუსი განახლდა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქმედი ,,წითელი ნუსხა” 2006 წელს დამტკიცდა და მას შემდეგ მისი გადახედვა/განახლება არ მომხდარა.

განახლებული ინფორმაცია საფუძვლად უნდა დაედოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებულ ბიომრავალფეროვნების კანონის აღსრულებას, ევროკავშირთან ასოცირებით ნაკისრი ვალდებულებების დანერგვას და სახეობათა დაცვასა და მდგრად მართვას სრულიად განსხვავებული, საერთაშორისოდ აღიარებული მეთოდოლოგიის მიხედვით. ამ ეტაპზე, ბიომრავალფეროვნების კანონის პროექტი მთავრობაზე წარსადგენად მზადაა.

ბიომრავალფეროვნების კანონის დამტკიცების შემდგომ, სახეობების კლასიფიკაციის და დაცვის განსხვავებული მექანიზმები დაინერგება, რომელიც შესაბამისობაშია ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის (IUCN) ინსტრუქციებთან.

ღონისძიებას სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციების, არასამთავრობო სექტორის და სამეცნიერო წრეების წარმომადგენელები ესწრებოდნენ“,- აღნიშნავენ უწყებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics