23:39 - 26 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-04 10:29:48, 1721 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის რეგიონში 21 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, 27 კი დაჭრეს

რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის რეგიონში 21 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, ხოლო 27 დაიჭრა,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პაველ კირილენკო Telegram-ით ავრცელებს.

კირილინკეოს თქმით, მკვლელობები მოხდა რამდენიმე ქალაქში. კერძოდ ავდიივკაში დაიღუპა- 10 ადამიანი, ლიმანში- 5, უგლედარში- 4, ველიკა ნოვოსელკაში- 1 და  შანდრიგოლოვოში- 1.

„3 მაისს რუსებმა  დონბასში 21 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, დაჭრეს კიდევ 27, რაც ყველაზე მეტი მსხვერპლია ერთ დღეში მას შემდეგ, რაც რუსებმა დაბომბეს კრამატორსკის რკინიგზის სადგური. ჩვენს მიწაზე ჩადენილი ყოველი დანაშაულისთვის რუსები დაისჯებიან!“ - განაცხადა კირილენკომ.

კირილენკომ ასევე დასძინა, რომ დღეს მარიუპოლში ორი გარდაცვლილის შესახებ ინფორმაციის დაზუსტება შესაძლებელი იყო, მაგრამ მარიუპოლსა და ვოლნოვახაში მსხვერპლის ზუსტი რაოდენობის დადგენა შეუძლებელია.

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინაზე სხვადასხვა მიმართულებიდან დაიწყეს შეტევა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics