05:53 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-03 19:28:33, 1410 ნახვა

საზოგადოება
შუახევის მერია საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესს აგრძელებს

საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. - ამის შესახებ ინფორმაციას შუახევის მერია ავრცელებს.

მათივე თქმით, ახალი საბავშვო ბაღები გაიხსნა ისეთ სოფლებში, სადაც სკოლამდელი დაწესებულების სივრცე არასდროს ყოფილა. ახალ ბაღებთან ერთად იხსნება ალტერნატიული ბაღებიც.

დღეს, სოფელ კარაპეტში, ალტერნატიული ბაღი შუახევის მერმა, ომარ ტაკიძემ გახსნა.

სკოლამდელი დაწესებულება, ამავე სოფლის საჯარო სკოლაში განთავსდა, სადაც საუკეთესო პირობებია შექმნილი სააღმზრდელო  პროცესისთვის.

ღონისძიებას, შუახევის მერთან ერთად, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ბაგა-ბაღების გაერთიანების  წარმომადგენლები ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics