10:10 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-03 11:51:21, 2054 ნახვა

ომი უკრაინაში
მედვედევი: დასასრული შეიძლება იყოს სწრაფი - ზელენსკის ჩამოახრჩობენ, ან უფრო ნელი - გადააყენებენ პრეზიდენტს, რომელმაც წააგო ომი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი დარწმუნებულია, რომ უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმერ ზელენსკის არ სჭირდება საკითხის მშვიდობიანი მოგვარება.

მედვედევის თქმით, ზელენსკის არ სჭირდება სამშვიდობო ხელშეკრულება რუსეთთან, ვინაიდან  მშვიდობა მისთვის დასასრულის ტოლფასი იქნება.

„დასასრული შეიძლება იყოს სწრაფი - ნაცისტების მხრიდან, რომლებიც მას ჩამოახრჩობენ, ან უფრო ნელი - კონკურენტებისგან, რომლებიც გადააყენებენ მას, როგორც პრეზიდენტს, რომელმაც წააგო ომი,“ - წერს მედვედევი Telegram-ზე.

ამასთან ერთად, უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ ზელენსკი კვლავ გააგრძელებს ფულისა და იარაღის „მათხოვრობას“ დასავლეთისგან, რაც დაამტკიცებს, რომ ის კვლავ თამაშშია, რომ ის ლიბერალური სამყაროს იმედი და ევროპული დემოკრატიის უკანასკნელი ბასტიონია.

გარდა ამისა, მედვედევის მოლოდინების თანახმად, უკრაინის პრეზიდენტი გააგრძელებს მკვლელების გაგზავნას რუს ჟურნალისტებთან, რომელიც თავს ავლენენ, როგორც მკაცრი ლიკვიდატორი, გაწირავს მშვიდობიან მოსახლეობას. „ ის კვლავ გამოჩნდება კამერის წინ გაუპარსავი წვერით და დაიწყებს სისულელეებზე ლაპარაკს სტიმულატორების ზეგავლენის ქვეშ, ამრიგად მას არ ექნება თანამდებობაზე დარჩენის სხვა გზა, თუ რათმქაუნდა შეუნარჩუნდება თანამდებობა.“ - დასძინა მედვედევმა

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინაზე სხვადასხვა მიმართულებიდან დაიწყეს შეტევა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსმა პროპაგანდისტმა სალავიუვმა იტალიის პრემიერ მელონის, ძუკნა ქალი უწოდა, რომმა ელჩი დაიბარა
CNN: აშშ-მ ირანთან ომისთვის „პატრიოტის“ ტიპის სარაკეტო კომპლექსების მარაგის 50% გამოიყენა
უკრაინის მიერ ნავთობის წარმოების დაზიანების ან განადგურების შემდგომ, რუსეთი ბენზინის წარმოების სახელმწიფო დაგეგმვის სისტემას აღადგენს
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics