|
2022-05-02 11:22:42, 1701 ნახვა
ეკონომიკა
,,საქართველოს ბანკის “ მხარდაჭერით DataFest Tbilisi სპეციალური გამოშვებით ბრუნდება
,,საქართველოს ბანკის “ მხარდაჭერით DataFest Tbilisi რიგით მე-8, სპეციალური ციფრული გამოშვებით ბრუნდება. ღონისძიების მთავარი თემა 21-ე საუკუნეში ტექნოლოგიებისა და მონაცემების როლი იქნება.
ღონისძიებაზე დასწრება უფასოა. რეგისტრაციისათვის გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს „საქართველოს ბანკისა “ და DataFest Tbilisi-ის პარტნიორობის ფარგლებში არაერთი მასშტაბური და საინტერესო ღონისძიება ჩატარდა, სადაც სპიკერებს და დამსწრეებს უახლესი ტექნოლოგიური მიღწევების გაზიარების შესაძლებლობა ჰქონდათ. მოხარული ვართ, რომ გვეძლევა შესაძლებლობა კიდევ ერთხელ დავუჭიროთ მხარი მსგავსი ტიპის ღონისძიებას. კიბერუსაფრთხოება, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ტექნოლოგიები, მონაცემების ანალიზი, ვიზუალური ამომცნობი სისტემები – ეს ის საკითხებია, რომელიც დღევანდელ რეალობაში განსაკუთრებით რელევანტური და საინტერესოა. ღონისძიებაც სწორედ ამ თემებს დაეთმობა; დარწმუნებული ვართ, დამსწრეებისთვის განსაკუთრებით საინტერესო და ღირებული იქნება DataFest Tbilisi-ის სპეციალური გამოშვების ფარგლებში გაზიარებული ინფორმაცია და მიღებული გამოცდილება. საქართველოს ბანკი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს მონაცემთა მიმართულებით პროექტების მხარდაჭერას”, - აცხადებენ ,,საქართველოს ბანკში. “ ფესტივალის ორგანიზატორია ფორსეტი.ინფორმაციისთვის, DataFest Tbilisi აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ყველაზე მასშტაბური, ყოველწლიური მონაცემთა ფესტივალია. 2017 წლიდან დღემდე, ფესტივალმა უმასპინძლა 4000-ზე მეტ მონაწილეს 80 სხვადასხვა ქვეყნიდან, 220 პრაქტიკულ ვორქშოფს, 70 ინსპირაციულ გამოსვლასა და 180 სპიკერს ისეთი კომპანიებიდან, როგორებიცაა Google, Meta, Amazon.
არეულობები ბარსელონაში - 128 ადამიანი დააკავეს, ათობით მაღაზია დაზიანდა
ფეიქრიშვილების დედა ამბობს, რომ მისი შვილის საკანში ვატო ყიფიანი შევიდა - პენიტენციური ფაქტს უარყოფს - ვიდეო
ფიგურული ციგურაობაში მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრანპრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
სერბეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - რიგები კილომეტრებით გაიჭიმა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)