|
2022-05-01 16:10:21, 4894 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის უშიშროების სამსახური - რუსული დივერსიული ჯგუფი სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებას გეგმავდა
უკრაინის უშიშროების სამსახურის განცხადებით, რუსული დივერსიული ჯგუფი დააკავა, რომელიც სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებას აპირებდა, უკრაინის შეიარაღებულ ძალებისა და საერთაშორისო პარტნიორების პროვოცირების მიზნით. უშიშროების ცნობით, ტერაქტი შესაძლოა, ბელარუსის, ან რუსეთის ტერიტორიაზე მომხდარიყო "SBU-მ დაასრულა მრავალსაფეხურიანი ოპერაცია, რომლის დროსაც მან გაანეიტრალა მტრის მიერ განლაგებული დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფი. რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის აგენტები ამზადებდნენ ტერორისტულ აქტს. - ისინი გეგმავდნენ სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებას რუსეთის ან ბელორუსიის ტერიტორიაზე. ოკუპანტები აპირებდნენ უსაფუძვლოდ დაედანაშაულებინათ უკრაინა და ჩვენი პარტნიორები თვითმფრინავზე თავდასხმაში. პროვოკაციის ჩასადენად, თავდამსხმელებს სურდათ გაესროლათ სამოქალაქო დაფაზე პორტატული საზენიტო სარაკეტო სისტემიდან (MANPADS)", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში უკრაინის უშიშროების სამსახურის განცხადებით, დამნაშავეების გამოვლენის მიზნით, გამოძიება გრძელდება.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)