08:51 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-01 14:11:20, 1657 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის ძალებმა ოკუპირებულ ზმეინის კუნძულზე 40-ზე მეტი რუსი დამპყრობელი და 4 საზენიტო სისტემა გაანადგურეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპირებულ ზმეინის კუნძულზე გაანადგურეს 40-ზე მეტი რუსი დამპყრობელი, ასევე 4 ერთეული საზენიტო სისტემა. ამის შესახებ ოპერატიული სარდლობის „სამხრეთის“ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„სამი საზენიტო დანადგარი, Strela-10 საზენიტო სარაკეტო სისტემა, ასევე საკომუნიკაციო მანქანა - სერვერის ოთახი სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობით, განადგურდა ზმეინზე მტრის სამიზნეებზე მორიგი თავდასხმის შედეგად“, - ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინიკს ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები ხერსონის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვარზე – გეშტაბში შესასვლელად ემზადებიან. ასევე, საომარი მოქმედებები გრძელდება ნიკოლაევ-ხერსონის მიმართულებით. ისინი აგრძელებენ  საარტილერიო და ნაღმტყორცნების შეტევებს.

"დრონებით სიტუაციის დაზვერვის ახალი მცდელობებით, მტერმა დაკარგა კიდევ 2 ორლან-10 მიკოლაივის რეგიონში. ჩვენი ქვედანაყოფების დარტყმები დამანგრეველი იყო", - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსი ოკუპანტები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics