|
2022-05-01 13:25:32, 2563 ნახვა
მსოფლიო
ფინეთის პრეზიდენტი: თუ ნატო-ში შევალთ, რუსეთმა შესაძლოა საზღვრის გამაგრება და ახალი ბაზების შექმნა დაიწყოს
ფინეთის პრეზიდენტი საული ნიინისტე თვლის, რომ მისი ქვეყნის ნატო-ში მომავალმა გაწევრიანებამ შეიძლება რუსეთის საზღვრის გამაგრება და ახალი ბაზები შექმნა გამოიწვიოს. ამის შესახებ მან Ilta-Sanomat- თან ინტერვიუში საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ახლა აღმოსავლეთ საზღვართან, დაახლოებით 1 000 კილომეტრამდე ტერიტორია ვაკუუმშია, ვინაიდან ადგილზე არ არიან რუსი სამხედროები. ფინეთის პრეზიდენტმა ასევე დასძინა, რომ ასევე შესაძლოა რუსეთმა სამხედროების ყოფნა ბალტიის ზღვაშიც გაძლიეროს. "ეს ნამდვილად ნიშნავს, რომ როცა აღმოსავლეთ საზღვართან არის ვაკუუმი დაახლოებით 1000 კილომეტრზე, სადაც სამხედროები არ არიან წარმოდგენილი, ჩვენ ნამდვილად ვიხილავთ რუსეთის შესაძლო გადაჯგუფებებს ან ახალი ბაზების შექმნას და ჯარისკაცებსა და შეიარაღებას ამ არეალში. ეს საკმაოდ მკაფიოა. რაც შეეხება ბალტიის ზღვას, უნდა გვახსოვდეს რომ კალინინგრადი რუსეთის აზროვნებაში ერთ-ერთი მთავარია და ბალტიის ზღვაში მათი წარმომადგენლობა გაძლიერდება." - განაცხადა ნიინისტემ. ცნობისთვის, ფინეთი და შვედეთი ნატო-ში გაწევრიანების შესახებ პასუხს მაისის ბოლოს ელოდებიან. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზაჰაროვამ განაცხადა, რომ მათ გაწევრიანებას „მნიშვნელოვანი სამხედრო-პოლიტიკური შედეგები მოჰყვება“.
ჰაკერებმა რუსეთისა და უკრაინის განგაშის აპლიკაციები გატეხეს და ბირთვული დარტყმების შესახებ ცრუ შეტყობინებებს ავრცელებდნენ
მერკელმა განაცხადა პოპულიზმის საფრთხის შესახებ, რაც მისი აზრით გერმანულ საზოგადოებას გახლეჩს
ბულგარეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ილიანა იოტოვამ გაიმარჯვა
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ რუსეთსა და ჩინეთზე უკეთესადაც კი ჯაშუშობს, ვიდრე ისინი ვაშინგტონზე
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)