|
2022-04-30 15:19:01, 2602 ნახვა
სამხედრო
ჯუანშერ ბურჭულაძე: ჩვენი მიზანია, მივიღოთ კიდევ უფრო მეტად უკეთ შეიარაღებული, მომზადებული და დაფასებული ჯარი
„ჩვენი მიზანია, მივიღოთ კიდევ უფრო მეტად უკეთ შეიარაღებული, მომზადებული და დაფასებული ჯარი“, - აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. მან სამხედრო მოსამსახურეებს საქართველოს თავდაცვის ძალების დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ ქართული ჯარის გაძლიერების პროცესი გრძელდება. „თქვენთან ერთად, კვლავ ვაგრძელებთ და ვაძლიერებთ ჩვენი ჯარის სათანადო აღჭურვასა და მზადყოფნის დონის ამაღლებას. ბოლო წლებში გადადგმული ნაბიჯების შედეგად გაძლიერდა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა და მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახებისთვის სოციალური პირობები. წარმატებით განხორციელებულმა მრავალმა პროექტმა ახალი სტიმული მისცა ქართული სამხედრო მრეწველობის გაძლიერებას. მიმდინარეობს ქართული ავიაციის განახლების პროცესი. ახალი სტანდარტებით ახლდება ჩვენი სამხედრო ბაზები და ლოჯისტიკური საშუალებები“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ. თავდაცვის მინისტრმა თავდაცვის ძალების დღე მიულოცა მოქმედ სამხედრო მოსამსახურეებს, დაჭრილ-დაშავებულ ჯარისკაცებს, ვეტერანებს, ასევე პატივი მიაგო ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში გმირულად დაღუპულ მებრძოლებს. „თანამედროვე თავდაცვის ძალების მშენებლობა და წარმატებები დაფუძნებულია მრავალი სხვადასხვა თაობის სამხედროს პროფესიონალიზმსა და თავდადებაზე“, - განაცხადა მან. თავდაცვის ძალების დღე ვაზიანის მე-4 მექანიზებულ ბრიგადაში აღინიშნა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ. ჯუანშერ ბურჭულაძე: „მნიშვნელოვანია პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერება“ „მნიშვნელოვანია პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერება“ - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის ძალების დღესთან დაკავშირებით ვაზიანის მე-4 მექანიზებულ ბრიგადაში გამართულ ღონისძიებაზე. მისი განმარტებით, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევების გათვალისწინებით, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება ძალიან მნიშვნელოვანია. „დღევანდელ დღეს, როდესაც შავი ზღვის რეგიონში მიმდინარეობს ომი, მნიშვნელოვანია პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერება“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ თანამედროვე ქართული ჯარის ჩამოყალიბებაში საერთაშორისო პარტნიორებს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით. სიტყვით გამოსვლისას, თავდაცვის მინისტრმა მადლობა გადაუხადა მათ საქართველოს და ქვეყნის თავდაცვის ძალების ურყევი მხარდაჭერისთვის. მისივე განცხადებით, პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება. საქართველოს თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.
საერთაშორისო გამჭვირვალობა - - ვახო სანაია ისჯება ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ რეჟიმის მხილების, პრინციპული პოზიციისა და საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლის გამო
ზურაბიშვილი ვახო სანაიაზე - საქართველო მოსკოვის სცენარს სიტყვასიტყვით იმეორებს
საქართველოს ექსპორტი $6.1 მილიარდამდე გაიზარდა - პირველ ადგილზეა მსუბუქი ავტომობილები
ჟურნალისტ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)