|
2022-04-30 10:25:55, 1147 ნახვა
საზოგადოება
30 აპრილი ვეტერინარიის მსოფლიო დღეა
ვეტერინარიის მსოფლიო დღის აღნიშვნის ღონისძიების ფარგლებში, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით განხორციელებული პროგრამებისა და აქტივობების ანგარიში არასამთავრობო სექტორის და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნო. სააგენტოში გამართულ შეხვედრას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი დაესწრო, რომელმაც ხაზი გაუსვა ვეტერინარიის დარგის მნიშვნელობას და ყურადღება არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა. „პირველ რიგში, მინდა ყველა ვეტერინარს მივულოცო პროფესიული დღე და წარმატებები ვუსურვო. თითოეულ მათგანს, ყოველდღიურ საქმიანობით, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს, როგორც ცხოველთა ჯანმრთელობის უზრუნველყოფაში, ასევე, სოფლის მეურნეობის დარგის, განვითარებასა და ისეთი გლობალური მიზნის მიღწევაში, როგორიც სურსათის უვნებლობაა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, აქტიურად მუშაობს საგანმანათლებლო და საკანონმდებლო კუთხით და კონკრეტული ნაბიჯებიც გადაიდგა იმისათვის, რომ მოხდეს პროფესიის პოპულარიზაცია და კვალიფიციური კადრების მომზადება“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს. სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები, ყოველწლიურად, 6 მილიონზე მეტი ვეტერინარულ მანიპულაციას ატარებენ, მათ შორისაა უფასო ვაქცინაცია, იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია, ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკა და პრევენცია, ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული ობიექტების შემოწმება. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სააგენტოს მიერ განხორციელებული ღონისძიებები ხელს უწყობს ცხოველთა დაავადებების გავრცელების შემცირებას, ბაზარზე უვნებელი ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებას და განთავსებას, მომხმარებლის სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვას, ეკონომიკური ზარალის თავიდან აცილებას, მიკვლევადობას, მესაქონლეობის დარგის განვითარებას. მნიშვნელოვანი აღინიშნოს, რომ ქვეყანაში შექმნილი ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის შედეგად, იზრდება ცხოველური წარმოშობის პროდუქციის ადგილობრივი წარმოება და საექსპორტო პოტენციალი. ვეტერინარიის მსოფლიო დღე, ვეტერინართა მსოფლიო ასოციაციის (WVA) და ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) ინიციატივით, 2000 წელს დაარსდა და ყოველწლიურად აპრილის ბოლო შაბათს აღინიშნება. 2022 წლის მთავარი გზავნილი - ვეტერიანარული შესაძლებლობების გაძლიერებაა.
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)