19:28 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-29 13:03:44, 986 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს

ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილენს. ბანკის ცბობით, ბოლო პერიოდში, სოციალურ ქსელებში გახშირდა  განცხადებები, რომელშიც არალიცენზირებული კომპანია „სფერო ინვესტი“ მომხმარებელს მაღალი საპროცენტო განაკვეთით ანაბრის გახსნას სთავაზობს. კანონმდებლობის მიხედვით, აღნიშნულ ორგანიზაციას ანაბრის მიღების ან საანაბრე ხელშეკრულების დადების უფლება არ აქვს.

ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ განსაკუთრებული ყურადღება მათი პირადი სახსრების მესამე პირებისთვის მინდობისას.

 „შეგახსენებთ, რომ დეტალური  ინფორმაცია ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულ და/ან რეგისტრირებული ორგანიზაციების შესახებ, განთავსებულია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მიიღოს მისთვის საჭირო და ამომწურავი ინფორმაცია.“- ნათქვამია ეროვნული ნანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბანკი მოქალაქეებს ურჩევს უპირველეს ყოვლისა გადაამოწმონ და მოიძიონ კომპანიის სანდოობისა და საქმიანობის შესახებ მონაცემები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
ლევან ხაბეიშვილზე ძალადობაში ბრალდებულმა სპეცრაზმელებმა ბრალი აღიარეს, მათ პატიმრობა შეუფარდეს
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics