17:56 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-29 12:27:35, 1106 ნახვა

ეკონომიკა
ბალტიისპირეთის ქვეყნებში აჭარის პოპულარიზაცია გრძელდება

ბალტიისპირეთში აჭარის ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია გრძელდება. ვილნიუსის შემდეგ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და ტურიზმის საკონვენციო ბიუროს წარმომადგენლებმა საქმიანი შეხვედრები ესტონელ ტუროპერატორებთან გამართეს. ტალინში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც 60-მდე ადგილობრივი და ქართული ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელი ესწრებოდა, აჭარის ტურისტული პროდუქტებისა და სერვისების, ასევე საქმიანი ტურიზმის მიმართულებით საქართველოს ტურისტული შესაძლებლობების შესახებ პრეზენტაციები ჩატარდა. ღონისძიების ფარგლებში ქართველმა და უცხოელმა ტუროპერატორებმა საქართველოში ესტონელი ტურისტების ჩამოყვანის, ერთობლივი ტურისტული პაკეტების შემუშავებისა და ესტონეთში საქართველოს პოპულარიზაციის საკითხებზე იმსჯელეს. ღონისძიებას საქართველოს ელჩი ესტონეთში არჩილ ყარაულაშვილი და ავიაკომპანია “Air Baltic“-ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს

 უწყების ცბობით, ესტონეთი ბალტიისპირეთის სხვა ქვეყნებთან ერთად იმ ევროპულ მიმართულებებს შორისაა,  საიდანაც ბათუმში პირდაპირი ფრენები ხორციელდება. ჩარტერული რეისები ტალინი-ბათუმი-ტალინი 2019 წლის ზაფხულის ტურისტულ სეზონზე დაიწყო და ყოველწლიურად ხორციელდება. ესტონეთი აჭარისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ტურისტულ მიმართულებას წარმოადგენს,  საიდანაც დაინტერესება აჭარის ტურისტული პროდუქტებით ყოველწლიურად იზრდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
არეულობები ბარსელონაში - 128 ადამიანი დააკავეს, ათობით მაღაზია დაზიანდა
ფეიქრიშვილების დედა ამბობს, რომ მისი შვილის საკანში ვატო ყიფიანი შევიდა - პენიტენციური ფაქტს უარყოფს - ვიდეო
ფიგურული ციგურაობაში მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრანპრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
სერბეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - რიგები კილომეტრებით გაიჭიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics