|
2022-04-28 10:37:15, 1404 ნახვა
სამართალი
გაერო მზადაა დაასახელოს უკრაინაში ომის დანაშაულის თითქმის 6000 მსხვერპლი
რამდენიმე ქვეყანა და საერთაშორისო ორგანიზაცია, მათ შორის გაერო, პირობას იძლევა რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა უკრაინაში სამხედრო დანაშაულებში მონაწილე რუსი ოკუპანტები პასუხისგებაში იყვნენ მიცემული. გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მიშელ ბაჩელეტის განცხადებით, დაზარალებულებმა და მათი ოჯახის წევრებმა კომპენსაცია უნდა მიიღონ მიყენებული ზიანისა და გადატანილი ტრაგედიისთვის. მისი თქმით, დღემდე, გაერომ უკვე დაარეგისტრირა და დაადასტურა 5939 ომის მსხვერპლი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 2787 დაიღუპა და 3152 დაშავდა. ”რეალური რიცხვები გაცილებით მაღალია და ჩემი ოფისი მუშაობს მათ დადგენისთვის”, - თქვა ბაჩელეტმა და დასძინა, რომ ამ ადამიანების უმეტესობა იყო მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების მსხვერპლი მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში, საარტილერიო დაცხრილვით, რაკეტებით თუ ჰაერიდან დაბომბვით. თავის მხრივ, უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, ირინა ვენედიქტოვამ ვიდეო ზუმით განაცხადა, რომ ომის წესების დარღვევის 8000-ზე მეტი საქმე გახსნა. ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა კარიმ ხანმა აღნიშნა, რომ 43 ქვეყანამ - რომელიც რეკორდული რაოდენობაა - შეიტანა ბრალდებები უკრაინაში ომის კანონების დარღვევის შესახებ. „კანონი კონფლიქტის ყველა მხარისთვის ერთნაირია, იქნება ეს უკრაინა თუ რუსეთი, და სახელმწიფოს სახელით თუ დამოუკიდებლად მოქმედ პირებს აქვთ მკაფიოდ განსაზღვრული პასუხისმგებლობა“, - ხაზგასმით აღნიშნა მან და პირობა დადო, რომ ჩაატარებს დამოუკიდებელ გამოძიებას თითოეულ საქმეზე. იმავდროულად, რუსეთი აგრძელებს უკრაინის დანაშაულის ჩადენაში დადანაშაულებას და სასამართლოს უწოდებს მიკერძოებულ და პოლიტიზებულ ორგანიზაციას.
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)