|
2022-04-27 21:44:27, 1033 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ აზარაშვილი: „სამწუხაროდ, გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც კოვიდპანდემიის დროს, ექიმებსა და ექთნებს მათთვის დარიცხული დანამატი არ მიუღიათ“
„სამწუხაროდ, გამოვლინდა შემთხვევები, როდესაცკოვიდპანდემიის დროს, ექიმებსა და ექთნებსმათთვის დარიცხული დანამატი არ მიუღიათ. თანაც, საუბარია თანხაზე, რომელსაც სახელმწიფო, კონკრეტული მიზნობრიობით, რიცხავდა დასამწუხაროდ, ბენეფიციარებამდე არ მიდიოდა“, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდანდევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურიდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივებთქმით, შრომის ინსპექცია, ყოველდღიურ რეჟიმში, ცდილობს შეთანხმებას დამოლაპარაკებას იმ კლინიკებთან, რომლებსაცდღემდე აქვთ ექიმებისა და ექთნების დავალიანება. „სამწუხაროდ, რამდენიმე კლინიკაში იყო შემთხვევა, როდესაც დირექტორი და მისი მოადგილეები 5-10-ჯერ იზრდიდნენ ხელფასებს, ექიმებისა თუ ექთნებისდანამატებისა და სახელმწიფოს ხარჯზე“. მინისტრმა კოვიდკლინიკების პანდემიამდეარსებულ რეჟიმში დაბრუნების საკითხზეც ისაუბრა. მისი თქმით, გაუგებარია, რატომ აპელირებენაღნიშნული სამედიცინო დაწესებულებები ვადებზე, თითქოს, მათ მხოლოდ 5 დღე ჰქონდათ ძველსისტემაზე დასაბრუნებლად. „2022 წლის იანვრიდან მოყოლებული, აქტიურადვაკვირდებოდით დატვირთულობას კლინიკებში. აღმოჩნდა, რომ ხშირად, პაციენტთა მიღების თუგაწერის მკაცრად გაწერილი კრიტერიუმები არსრულდება და ხელოვნურად ხდებოდა მათირაოდენობის ზრდა. ზუსტად ეს იყო საფუძველი, რომარ მოხდა კლინიკების გადავსება და პიკურპერიოდში საშუალოდ, 6 000 პაციენტი იყოსტაციონარში. ის 9 000 საწოლი, რაც მე იანვრისდასაწყისში დამხვდა, მით უმეტეს არაპიკურპერიოდში, საერთოდ არ იყო საჭირო. 1 700 საწოლიპირველივე კვირაში გავაუქმე. ვსაუბრობ ისეთსაწოლებზე, რომლებიც ცარიელი იყო და რომლებშიცსახელმწიფო, 2 წლის განმავლობაში, არც თუ ისეცოტა თანხას, თითოში, დაახლოებით, 180 ლარსიხდიდა, დატვირთულობა კი 60% იყო. ანუ, 2 წლისგანმავლობაში, მობილიზებული საწოლებიდან, მინიმუმ, 40%-ში ცარიელ საწოლებში იხდიდა. ზუსტად ეს თანხა უნდა ყოფილიყო საკმარისი, როდესაც შეტყობინებებს მივცემდით და ფაქტობრივანაზღაურებაზე გადავიყვანდით კლინიკებს. ამ ორი წლის განმავლობაში, ჯამში, სულკლინიკებისთვის 1 მილიარდი ლარია გადახდილი დაკლინიკებს უნდა ჰქონოდათ იმის შესაძლებლობა, დროულად გადაწყობილიყვნენ ჩვეულ სამუშაორეჟიმზე“. ზურაბ აზარაშვილის თქმით, როგორც კი, კოვიდკლინიკებში სიტუაციას სრულად შეისწავლიანდა ინფექციების გავრცელების, პროტოკოლისდარღვევის, თუ ფინანსური პრობლემების საერთოსურათი შეიქმნება, ეს ინფორმაცია ყველასათვისხელმისაწვდომი იქნება. გარდა ამისა, მინისტრისგანცხადებით, შემოწმდება საყოველთაო ჯანდაცვისპროგრამაში ჩართული კლინიკებიც და ნებისმიერიდარღვევა გამოვლინდება. „თუ ვინმე დანაშაულს ჩადიოდა, აუცილებლადდადგება მათი პასუხისმგებლობის საკითხი. აქსაუბარია კონკრეტულ კლინიკებზე. შეუძლებელი და პრინციპულად მიუღებელია, სახელმწიფო თავისი მოქალაქეებისა და ბიუჯეტისხარჯზე კონკრეტულ კლინიკებს ამდიდრებდეს, ან ესკლინიკები ამით „შოულობდნენ“ ფულს“, - განაცხადაზურაბ აზარაშვილმა.
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)