|
2022-04-27 17:27:39, 1227 ნახვა
ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრმა, მსოფლიო ბანკის ორგანიზებულ ფორუმზე ადამიანური კაპიტალის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი სიტყვით გამოვიდა მსოფლიო ბანკის მიერ, ვირტუალურ ფორმატში გამართულ ფორუმზე, რომელიც ადამიანური კაპიტალის განვითარების საკითხებს მიეძღვნა. ფორუმის მონაწილეებს ასევე მიმართა მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა, დევიდ მალპასმა. სიტყვით გამოსვლისას, ფინანსთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ადამიანური კაპიტალის განვითარების მნიშვნელობას ქვეყნის გრძელვადიანი განვითარებისთვის, განსაკუთრებით კი, ახალი, ინოვაციური მიდგომების საჭიროებას ამ მიმართულებით. როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის, საქართველომ განახორციელა რეფორმები, როგორც დაწყებითი, ისე პროფესიული და უმაღლესი განათლების მიმართულებით, მნიშვნელოვანი თანხები მიიმართა სასკოლო ინფრასტრუქტურის განახლებასა და უნივერსიტეტების მოდერნიზებაში. ამასთან, მისი თქმით, განათლებასთან ერთად, აქცენტი უნდა გაკეთდეს ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სექტორებში დამატებითი ინვესტიციების მოძიებაზე. ამ კონტექსტში ფინანსთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა მსოფლიო ბანკის მიერ, ადამიანური კაპიტალის პროექტისთვის 400 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ახალი ფინანსური რესურსის გამოყოფის მნიშვნელობაზე. აღსანიშნავია, რომ ამ პროგრამისთვის მსოფლიო ბანკი პირველად იყენებს დაფინანსების „შედეგზე ორიენტირებული პროგრამის" ე.წ. PforR (Program for Results) ინსტრუმენტს. ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მიმართულებით, ადამიანური კაპიტალის პროგრამა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მომსახურების მიწოდების ეფექტურობის გაზრდაში. განათლების სისტემის კუთხით, პროგრამის მიზანია მაღალი ხარისხის განათლებასთან ხელმისაწვდომობის ამაღლება. სიტყვით გამოსვლისას, ფინანსთა მინისტრმა მსოფლიო ბანკს მადლობა გადაუხადა საქართველოს მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ ადამიანური კაპიტალის განვითარება, მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობაა.
არეულობები ბარსელონაში - 128 ადამიანი დააკავეს, ათობით მაღაზია დაზიანდა
ფეიქრიშვილების დედა ამბობს, რომ მისი შვილის საკანში ვატო ყიფიანი შევიდა - პენიტენციური ფაქტს უარყოფს - ვიდეო
ფიგურული ციგურაობაში მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრანპრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
სერბეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - რიგები კილომეტრებით გაიჭიმა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)