20:30 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-26 14:24:36, 1230 ნახვა

საზოგადოება
სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში, 2021 წელს განხორციელებული სამეცნიერო-კვლევითი პროექტების შედეგები შეაჯამეს

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის თანამშრომლებისა და ამერიკის ბიოლოგიური საფრთხის შემცირების პროგრამის სამეცნიერო ჯგუფის წევრების მონაწილეობით, ონლაინ სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

 უწყების ცნობით, შეხვედრაზე, აშშ-ის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) მიერ დაფინანსებული იმ სამეცნიერო-კვლევით პროექტების შედეგები შეაჯამეს,  რომლებიც 2021 წელს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში განხორციელდა.

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სპეციალისტებმა შემაჯამებელი პრეზენტაციები წარმოადგინეს. მონაწილეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებსა და გეგმებზეც იმსჯელეს. 

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან; თანამშრომლობის ფარგლებში, არაერთი წარმატებული პროექტი ხორციელდება. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics