|
2022-04-21 11:35:19, 1653 ნახვა
სამართალი
შსს: დავაკავეთ პირი, რომელმაც ლანჩხუთში 4 მამაკაცს ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა
გურიის პოლიციამ ლანჩხუთში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 20 აპრილს, ლანჩხუთში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში დაწყებული ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, 4 მამაკაცს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტთან ერთად, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.პ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 20 აპრილს, ლანჩხუთში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში დაწყებული ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, ამავე რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე, 4 მამაკაცს: 1986 წელს დაბადებულ ი.მ.-ს, 1995 წელს დაბადებულ გ.გ.-ს, 1999 წელს დაბადებულ ლ.გ.-სა და 1981 წელს დაბადებულ გ.ტ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათგან კლინიკაში მხოლოდ ერთი რჩება, რომელსაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გ.პ. მომხდარიდან რამდენიმე საათში ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს“ , - აღნიშნულია უწყების განცხადებაში. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
პენიტენციური სამსახურის უფროსად რამაზ თათარაშვილი დაინიშნა
პროკურატურის რეკომენდაციის შემდეგ, გიორგი პატარიძემ პენიტენციურის უფროსის პოსტი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)