|
2022-04-20 17:41:26, 1550 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის და სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს უფროს დეტექტივს ბრალდება წარუდგინა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 18 აპრილს, თბილისში, ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი დეტექტივი და სამმართველოს უფროსი სამსახურებრივ უფლებამოსილებას ახორციელებდნენ, რა დროსაც ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა შენახვის შესახებ მიღებული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, შესაძლო დანაშაულის ადგილ ას მივიდნენ. „საქმეზე ამ დროისთვის მოპოვებული მტკიცებულებებით, მათ შორის თვითმხილველი მოწმეების მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ შემთხვევის ადგილზე მისულებს დახვდათ გაჩერებული ტაქსი, რომლის სიახლოვეს მამაკაცი მიწაში რაღაცას ეძებდა. მიწიდან გაურკვეველი ნივთის ამოღებისთანავე, მასთან მივიდა პოლიციის დეტექტივი, რომელსაც ხელში ეჭირა ცეცხლსასროლი იარაღი და განუცხადა, რომ იგი იყო დაკავებული. მამაკაცმა მიწიდან ამოღებული ნივთი გადაყლაპა და გაქცევა დააპირა, პოლიციელმა სცადა მისი დაკავება და შებოჭვა, რა დროსაც საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანილი სამსახურებრივ საშტატო ცეცხლსასროლი იარაღიდან გაუფრთხილებლობით განახორციელა გასროლა, რასაც მამაკაცის გარდაცვალება მოჰყვა,"- ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით) და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით (მოხელის მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება, იარაღის გამოყენებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
პენიტენციური სამსახურის უფროსად რამაზ თათარაშვილი დაინიშნა
პროკურატურის რეკომენდაციის შემდეგ, გიორგი პატარიძემ პენიტენციურის უფროსის პოსტი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)