21:49 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-20 15:50:04, 2385 ნახვა

ომი უკრაინაში
მედვედევი უკრაინაში მებრძოლ უცხოელებზე - ქმედებებზე სრული პასუხისმგებლობის აღება მოუწევთ, რა თქმა უნდა, თუ გადარჩებიან

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი უკრაინაში მებრძოლ უცხოელებს ემუქრება და აცხადებს, რომ "მათ მოუწევთ სრული პასუხისმგებლობის აღება თავიანთ ქმედებებზე, რა თქმა უნდა, თუ გადარჩებიან". 

როგორც მედვედევი სოციალურ ქსელში წერს, მას არ სჯერა სხვა სახელმწიფოების მოქალაქეების სურვილის, დაეხმარონ უკრაინას ომში და ისინი „გატეხილი ფსიქიკის მქონე პროფესიონალი მკვლელები“ არიან. 

"უცხოელ მებრძოლებზე ჟენევის კონვენცია არ ვრცელდება. თავიანთ მეთაურებთან ერთად ბანდერელებიდან, პირველ რიგში, დენაციფიკაციას ექვემდებარებიან. მათ მოუწევთ სრული პასუხისმგებლობის აღება თავიანთ ქმედებებზე, რა თქმა უნდა, თუ გადარჩებიან,"- წერს მედვედევი. 

მან ასევე გამოთქვა სპეკულირება უცხოური დაქირავებულობის სახიფათო, მისი აზრით, ბუნების შესახებ. მედვედევი წერს, რომ ისტორიამ ბევრი მაგალითი იცის იმისა, თუ როგორ დაკარგეს ქვეყნებმა დამოუკიდებლობა ასეთი უცხოელების გამო, „ბოლოს და ბოლოს, უცხოელები იარაღით ხელში ადვილად აყენებენ ტახტზე ნებისმიერ ხელმწიფეს“.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
ტრამპის თქმით, თუ ირანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა არ მოხდება, მაშინ აშშ დაბომბვას განაახლებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics