21:50 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-20 10:32:34, 2358 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - წვდომა რომ გვქონდეს ყველა იმ იარაღზე, რომელიც პირველ კვირაში გვჭირდებოდა, ომს უკვე დავასრულებდით

უკრაინას რომ ყველა საჭირო იარაღზე  წვდომა ჰქონდეს, რომელიც მას სჭირდება და რომელიც შეედრება რუსეთის ფედერაციის მიერ გამოყენებულ იარაღს, მაშინ ეს ომი უკვე დაასრულებული იქნებოდა,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, სათანადო შეიარაღების შემთხვევაში ქვეყნის სამხედრო ძალები უკვე გაათავისუფლებდნენ ტერიტორიას და დააბრუნებდნენ მშვიდობას, რადგან მათი უპირატესობა ტაქტიკაში და სიბრძნეში აშკარაა.

ამასთან ერთად, ზელენსკიმ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ უკრაინის პარტნიორებს აქვთ ის საბრძოლო მასალა, რომელიც ახლა ქვეყანას სჭირდება, მათი მორალური მოვალეობაა დაეხმარონ თავისუფლების დაცვას და ათასობით უკრაინელის სიცოცხლის გადარჩენას.

„ჩვენ რომ მიგვეღო ის, რასაც ახლა ვიღებთ, ომის პირველ კვირაში, სარგებელი უკრაინისთვის და თავისუფლებისთვის ევროპაში უფრო დიდი იქნებოდა. და თუ ახლავე მივიღებთ იმას, რის გადმოცემასაც გეგმავს ზოგიერთი პარტნიორი უახლოეს კვირებში, ეს გადაარჩენს ათასობით, ათასობით ადამიანის სიცოცხლეს. ნებისმიერი შეფერხება იწვევს იმ ფაქტს, რომ ოკუპანტებს მეტი უკრაინელი ხალხის მოკვლის შესაძლებლობა უჩნდება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, რომ მანამდე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ მსოფლიო ლიდერებს მიმართა და მოუწოდა, რომ მიებაძათ აშშ-სთვის და გაეზარდათ უკრაინაში იარაღის მიწოდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
ტრამპის თქმით, თუ ირანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა არ მოხდება, მაშინ აშშ დაბომბვას განაახლებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics