2022-04-19 19:41:35, 1707 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის დაზვერვა - რუსეთი ბელარუსში შეჭრას გეგმავდა
რუსეთი ბელარუსში შეჭრასა და ქვეყნის დაკავებას გეგმავდა. - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის დაზვერვა ავრცლეებს .
მათივე თქმით, ბელარუსის ოკუპაცია იგეგმებოდა ევროპის რეგიონში ან NATO-ს მოკავშირეებთან ფართომასშტაბურ ომში რუსეთის ჩართვის შესაძლებლობის თავიდან აცილების საბაბით.
" ბელარუსში ოპერაცია იგეგმებოდა, ამის დასტურია 1-ელი სატანკო არმიის სამხედროების გადაჯგუფების გეგმები. " - განაცხადა უკრაინის დაზვერვამ .
შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს დაახლოებით 06:00 მოსკოვის დროით პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამოაცხადა სამხედრო ოპერაცია; რამდენიმე წუთის შემდეგ, სარაკეტო დარტყმები დაიწყო ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის დედაქალაქ კიევთან ახლოს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,