2022-04-19 17:07:45, 2454 ნახვა
ომი უკრაინაში
მიხაილო პოდოლიაკი - სამშვიდობო მოლაპარაკებები გაყინულია, რადგან რუსეთი ომის მეორე ფაზაზე სერიოზულ ფსონს დებს
ძნელი სათქმელია, როდის იქნება შესაძლებელი მომავალი პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებები- განაცხადა მიხაილო პოდოლიაკმა, უკრაინის მოლაპარაკებების ჯგუფის წევრმა.
მისი თქმით, მოლაპარაკებები გაყინულია, რადგან რუსეთი ომის მეორე ფაზაზე - დონბასში ძალების განთავსებაზე სერიოზულ ფსონს დებს.
„მარიუპოლში განვითარებულმა მოვლენებმა რუსეთთან მოლაპარაკებების პროცესი კიდევ უფრო გაართულა,“- განმარტავს პოდოლიაკი.
როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, თუ აზოვსტალის მეტალურგიულ ქარხანაში გამაგრებულები,ადგილობრივი დროით 16:00-მდე,საომარ მოქმედებებს შეწყვეტენ და იარაღს დაყრიან, მათ სიცოცხლეს შეუნარჩუნებენ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,