14:33 - 26 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-19 13:16:21, 2999 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსი სამხედროების მიერ ჩადენილ ომის დანაშაულებს უკრაინასთან ერთად 13 სახელმწიფო გამოიძიებს

უკრაინის გარდა, 13-მა სახელმწიფომ დაიწყო გამოძიება რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილ დანაშაულებზე,- ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურორი ირინა ვენედიქტოვა „ფეისბუკის“ გვერდზე ავრცელებს.

ირინა ვენედიქტოვა აღნიშნავს, რომ რუსეთის ქმედებების საპასუხოდ სამართლებრივი გზების მოძიება დაწყებულია. მისი განცხადებით, საერთაშორისო ექსპერტები ომის დანაშაულების დოკუმენტირებისა და გამოძიების მიმართულებით მუშაობენ.

„კრემლმა პასუხი უნდა აგოს უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულებისთვის იურიდიული, დიპლომატიური და ეკონომიკური კუთხით.მსოფლიო საზოგადოება გაერთიანებულია უკრაინაში მომხდარი სისასტიკის გამო რუსეთის პასუხისგებაში მიცემისათვის ყველაზე ეფექტური მექანიზმების მოსაძებნად.ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა ახლა ფასდაუდებელია.  ექსპერტთა გუნდი აშშ-დან და ევროკავშირის ქვეყნებიდან  გვეხმარება ომის დანაშაულების დოკუმენტირებასა და გამოძიებაში. შევქმენით ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფი Eurojust-ის პლატფორმაზე. ჩვენ ასევე ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან.მხოლოდ საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ ადეკვატურად ვუპასუხოთ რუსეთის ძალის და ადამიანთა ტანჯვის პოლიტიკას.მსოფლიო საზოგადოებამ ახლა უნდა გააგზავნოს მკაფიო სიგნალი, რომ საერთაშორისო დანაშაულის ჩადენა საერთაშორისო პასუხისმგებლობას გულისხმობს",- აცხადებს უკრაინის გენერალური პროკურორი.
 
უკრაინის გენერალურმა პროკურორმა პარტნიორებს  მოუწოდა, დაეხმარონ უკრაინას იარაღითა და სამხედრო ტექნიკით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Politico - ევროკავშირი წლის ბოლომდე უკრაინისთვის 45 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას გეგმავს.
პაპუაშვილი - იმაზე სამჯერ მეტი ადამიანი მონათლა გუშინ პატრიარქმა ზემო აჭარაში, ვიდრე თბილისში აქციაზე ვიხილეთ
სამადაშვილი - რუსების მოკავშირე ავტოკრატია დაემხო სერბეთში. რუსეთმა და ივანიშვილის რეჟიმმა კიდევ ერთი მოკავშირე დაკარგა
transparency international - ოცნება სულ მცირე 800 000 მოქალაქეს პოლიტიკური არჩევანის გარეშე დატოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics