08:48 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-19 12:18:33, 1224 ნახვა

სამხედრო
„ძლიერთა თამაშებზე“ საქართველოს ნაკრებმა დამატებით ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა

ჰააგაში მიმდინარე „ძლიერთა თამაშებში“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების გუნდმა მორიგი გამარჯვებები მოიპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით,გუნდის ჯილდოებს ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები შეემატა. მჯდომარე ფრენბურთში საქართველოს ნაკრებმა მეორე ადგილი დაიკავა. ალექსი ბერუაშვილმა კი გუნდს კიდევ ერთი ჯილდო მოუტანა და ორი ოქროს შემდეგ, 100 მეტრიან დისტანციაზე მორბენალთა შეჯიბრში ვერცხლის მედალი მოიპოვა. ასევე, 100 მეტრიან ეტლით რბოლაში ბრინჯაოს მედალი მიიღო ახმედ საფაროვმა. 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გუნდი „ძლიერთა თამაშებში“ წარმატებით ასპარეზობს. ალექსი ბერუაშვილმა ორი ოქროს მედალი მოიპოვა 1500 და 200 მეტრ მანძილზე სირბილში. ბრინჯაოს მედლები მიიღეს მურთაზ ოსეფაიშვილმა და ონისე ჯუღელმა ლენდროვერ ჩელენჯში. დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების 20-კაციანი ჯგუფი მონაწილეობს სპორტის სხვადასხვა სახეობაში: მჯდომარე ფრენბურთი, მშვილდოსნობა, ცურვა, ძალოსნობა, მძლეოსნობა, პარაკალათბურთი, ნიჩბოსნობა სავარჯიშო მოწყობილობაზე და ლენდროვერის შეჯიბრი. 

 აღსანიშნავია, რომ ჰააგაში იმყოფება საქართველოს თავდაცვის მინისტრი, რომელიც ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს გულშემატკივრობს. „ძლიერთა თამაშები“ (Invictus Games) გაერთიანებული სამეფოს სასექსის ჰერცოგის (პრინცი ჰარის) პატრონაჟით 2014 წლიდან სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება. წელს ტურნირს ნიდერლანდების სამეფო მასპინძლობს. თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებულთაგუნდმა სპორტულ ასპარეზობებში ოთხჯერ მიიღო მონაწილეობა და დიდ წარმატებებს მიაღწია.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics