2022-04-18 12:39:07, 1277 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 20 600-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, 24 თებერვლიდან 18 აპრილამდე პერიოდში, რუსული მხარის დანაკარგია 20 600-მდე ჯარისკაცი.
უწყების ცნობით, საბრძოლო მოქმედებების განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის 790 ტანკი, 2 041 ჯავშანტექნიკა, 381 საარტილერიო სისტემა, 130 სარაკეტო სისტემა და 67 საზენიტო საბრძოლო სისტემა გაანადგურეს.
ამასთანავე, უწყებაში აცხადებენ, რომ განადგურებულია რუსეთის 167 თვითმფრინავი, 147 ვერტმფრენი, 1 487 საავტომობილო ტექნიკა, 134 ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი და გემები/ნავები - 8 ერთეული.
ავტორი: ექსპრესნიუსი,