|
2022-04-18 11:21:53, 838 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ სტუდენტურ პროგრამაში „ლიდერატორი“ 102 მონაწილე ჩაერთო
„საქართველოს ბანკი“ სტუდენტების კარიერული განვითარების ხელშეწყობის მიზნით პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, მეექვსე წელია ბანკის სტუდენტური პროგრამა „ლიდერატორი“ ხორციელდება. პროექტმა 200 მონაწილეს უკვე მისცა შესაძლებლობა, მიეღო სამუშაო გამოცდილება საქართველოს ბანკის 45-მდე დეპარტამენტში. 2022 წელს, „ლიდერატორში“ კიდევ 102 სტუდენტი ჩაერთო. „ლიდერატორი“ სპეციალურად III-IV კურსის სტუდენტებისა და ახალი კურსდამთავრებულებისთვის შექმნილი პროგრამაა, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს მათ კარიერულ განვითარებას და დასაქმებას. პროექტი 1 წლის მანძილზე, მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს ტრენინგებისა და მენეჯერულ პოზიციაზე მყოფი გამოცდილი მენტორების ჩართულობით, განივითარონ ახალი უნარ-ჩვევები. პროგრამა ანაზღაურებადია და სტუდენტების სასწავლო გრაფიკს არის მორგებული. აღსანიშნავია, რომ დასრულებული პროგრამების მონაწილეთა 86% კარიერას „საქართველოს ბანკში“ აგრძელებს. „2017 წლიდან, ლიდერატორი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ახალგაზრდების კარიერულ განვითარებასა და დასაქმებაში. პროგრამის მიმართ ინტერესი კი წლიდან წლამდე იზრდება. მოხარული ვართ, რომ 2022 წელს, პროექტს 10 უნივერსიტეტიდან, 100-ზე მეტი ახალი მონაწილე შემოუერთდა. მონაწილეები 15 სხვადასხვა მიმართულებით შეძლებენ მიიღონ სამუშაო გამოცდილება, მათ შორის 3 ახალ პროგრამაზე: რისკების მართვა, რაოდენობრივი მოდელების ანალიტიკა, პრემიუმ ბანკინგი და საბროკერო საქმე. საქართველოს ბანკი აქტიურად აგრძელებს ამ და სხვა პროექტებით ახალგაზრდების მხარდაჭერას. ჩვენი მიზანია, კიდევ უფრო მეტი სტუდენტის პროფესიულ განვითარებასა და დასაქმებას შევუწყოთ ხელი მათი კარიერული განვითარების საწყის ეტაპზე” , - აცხადებს „საქართველოს ბანკის“ ტალანტების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი, ნუცა კაციტაძე.
იოსელიანი დიუშენის აქციაზე: მოვუწოდებ შსს-ს უზრუნველყოს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება
დეველოპერულ კომპანია „ზიონსა" და ლიბერთი ბანკს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
სარჯველაძე დიუშენის საკითხის აქტუალიზაციაზე ამბობს, რომ არაკვალიფიციურობით გამოწვეული მცდარი შეხედულებების ტირაჟირება მიმდინარეობს
მაღაზიების ძარცვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 15 წლის მოზარდი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)