06:53 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-17 16:17:21, 1180 ნახვა

საზოგადოება
მეუფე იაკობი - მადლობა ღმერთს, რაღაცა მაინც ვისწავლეთ ქართველებმა და სულელურად ომში არ ჩავებით

მადლობა ღმერთს, რაღაცა მაინც ვისწავლეთ ქართველებმა და სულელურად ომში არ ჩავებით, - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა ბზობის დღესასწაულზე ქადაგებისას განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ქართველს მსოფლიოს არცერთ ქვეყნისგან არ აქვს სასაყვედურო და “ყველამ თავის გულში ჩაიხედოს”. 

"მადლობა ღმერთს, რაღაცა მაინც ვისწავლეთ ქართველებმა და სულელურად ომში არ ჩავებით. მე ისიც მიხარია, გუშინ რომ წავიდა პარლამენტის თავმჯდომარე და ღირსეულად წავიდა რა. მანამდე რომ რაღაცას გვსაყვედურობდნენ, ყველამ თავის გულში ჩაიხედოს, ქართველს არავისი სასაყვედურო არ აქვს მსოფლიოს არცერთ ქვეყნისგან. მშვიდობა რომ გვინდა ერს და რომ არ გვინდა აქ რაც უკრაინაში მოხდა სამწუხაროდ ხო? თითქმის ნახევარი ქვეყანა აიყარა და ზოგი საზღვარგარეთ წავიდა, ვინღა დაბრუნდება იქიდან ხომ? აქედანაც რომ გაიქცეს კიდევ მილიონი ქართველი, 5 მილიონზე მეტი რომ ვიყავით ხომ გახსოვთ? დღეს რამდენი ვართ დარჩენილი?",- განაცხადა მეუფე იაკობმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics