13:38 - 26 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-17 16:07:16, 1825 ნახვა

ომი უკრაინაში
ავსტრიის კანცლერი - პუტინი ახლა თავის სამყაროშია და ომის საკუთარი ლოგიკა აქვს

ავსტრიის კანცლერი კარლ ნეჰამერი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს პირადად შეხვდა, აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინი „საკუთარ სამყაროშია და ომის საკუთარი ლოგიკა აქვს“.

როგორც ავსტრიის მთავრობის მეთაურმა ამერიკულ ტელეკომპანია NBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, მისი მოსკოვში ჩასვლის მიზანი იყო პუტინისთვის პირადად ეთქვა, ის, თუ რა ხდება უკრაინის ქალაქებში, 

„ერთი მხრივ, პუტინმა მითხრა, რომ ის ითანამშრომლებს საერთაშორისო გამოძიებასთან, ხოლო მეორე მხრივ თქვა, რომ ის დასავლეთს არ ენდობა. ეს სამომავლოდ იქნება დიდი პრობლემა.

პუტინი თვლის, რომ ომი აუცილებელია რუსეთისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველსაყოფად. ის არ ენდობა საერთაშორისო საზოგადოებას. ის დონბასის რეგიონში გენოციდში უკრაინელებს ადანაშაულებს. ის ახლა თავის სამყაროშია, თუმცა ვფიქრობ, იცის რაც ხდება.

პუტინს სჯერა, რომ ის ომს იგებს, მაგრამ ჩვენი საუბრის დასასრულს პუტინმა გერმანულად მითხრა, რომ ჯობია ომი დასრულდეს ადრე, ვიდრე გვიან. ამიტომ, ვფიქრობ ის აცნობიერებს, რა ხდება ახლა უკრაინაში. ამიტომ, ჩვენ უნდა ჩავხედოთ მას თვალებში და დავუპირისპიროთ ის რეალობა, რომელსაც ჩვენ ვხედავთ“, - განაცხადა კარლ ნეჰამერმა.

ცნობისთვის, კარლ ნეჰამერი იყო პირველი დასავლელი ლიდერი, ვინც რამდენიმე დღის წინ პირადად შეხვდა რუსეთის პრეზიდენტს მოსკოვში.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Politico - ევროკავშირი წლის ბოლომდე უკრაინისთვის 45 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას გეგმავს.
პაპუაშვილი - იმაზე სამჯერ მეტი ადამიანი მონათლა გუშინ პატრიარქმა ზემო აჭარაში, ვიდრე თბილისში აქციაზე ვიხილეთ
სამადაშვილი - რუსების მოკავშირე ავტოკრატია დაემხო სერბეთში. რუსეთმა და ივანიშვილის რეჟიმმა კიდევ ერთი მოკავშირე დაკარგა
transparency international - ოცნება სულ მცირე 800 000 მოქალაქეს პოლიტიკური არჩევანის გარეშე დატოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics