23:32 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-17 11:01:49, 811 ნახვა

საზოგადოება
საქართველოში კორონავირუსის 115 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 3 პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 8 018 კვლევა ტესტით, მათ შორის 6 289 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 729 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 115 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 653 044-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 16 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.43%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.49% ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.23%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 272 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 633 956-მდე.
 
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 792 პირი ემსხვერპლა.
 
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 115 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 59 შემთხვევა, აჭარა - 3, იმერეთი - 18, ქვემო ქართლი -0, შიდა ქართლი - 3, გურია - 9, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 5, კახეთი - 8, მცხეთა-მთიანეთი -0, სამცხე-ჯავახეთი - 10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.
 
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 2 270 საიდანაც, 340 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 186, აჭარაში - 19, იმერეთში - 77. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 75 პირი, მათ შორის, თბილისში - 48, აჭარაში - 12, იმერეთში - 5. 1 930 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics