23:38 - 26 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-15 10:42:31, 1291 ნახვა

სამართალი
გორის მერიის ბუღალტერს, რომელიც ბიუჯეტის თანხებს ჯერ პირად ანგარიშზე, შემდეგ კი ტოტალიზატორში რიცხავდა, ბრალდება წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხის მითვისების ფაქტზე, ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს მთავარ ბუღალტერს ბრალდება წარუდგინა.

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს მთავარმა ბუღალტერმა  ლ.წ.-მ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით 2020 წლის 21 იანვრიდან, 2021 წლის 23 დეკემბრის ჩათვლით, სახაზინო ანგარიშიდან პირად საბანკო ანგარიშებზე გადარიცხა და მიითვისა დიდი ოდენობით  - 143 985,13 ლარი, რაც გამოიყენა აზარტულ თამაშებში. აღნიშნულით  გორის მუნიციპალიტეტის მერიას  მიადგა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი. 

ლ.წ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ" და მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტებით, (მითვისება, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდებული აღიარებს და ეთანხმება წარდგენილ ბრალდებას.

პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

გრძელდება გამოძიება დანაშაულში მონაწილე სხვა შესაძლო პირთა დადგენისა და მხილების, ასევე მითვისებული თანხის ზუსტი ოდენობის დადგენის მიზნით." - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics