|
2022-04-14 18:02:34, 1445 ნახვა
ეკონომიკა
ოთარ შამუგია: „გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მსხვილ საწარმოებში ჰაერდაცვითი მოთხოვნების შესრულებისა და საწვავის ხარისხის კონტროლს გააგრძელებს“
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ისაუბრა. მინისტრის განმარტებით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა გასულ წლებში ჩაატარა ყველა მსხვილი საწარმოს ინსპექტირება. ქვეყნის მასშტაბით, 85-მდე მსხვილ საწარმოში გამოიკვეთა პრობლემები, რომელთა დიდი ნაწილი უკავშირდებოდა ფილტრებისა და სათანადო გამწოვი სისტემების არქონას. ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად, გასულ წელს განხორციელდა მნიშვნელოვანი ცვლილებები კანონმდებლობაში სამრეწველო საწარმოების რეგულირების მიმართულებით. „ჩვენ მიერ ახალი სტანდარტების დაწესების შემდგომ, საწარმოებმა დაიწყეს კომპლექსური პრობლემების მოგვარება, განსაკუთრებით საუბარია ქალაქ რუსთავში არსებულ საწარმოებზე. სამინისტროსა და სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მიერ ჩატარებული მონიტორინგით გამოიკვეთა, რომ ქ. რუსთავში საწარმოების უმეტესობაში მიმდინარეობს თანამედროვე ფილტრებისა და გამწოვი სისტემების მონტაჟი და აგრეთვე თვითმონიტორინგის სისტემების განთავსება. საწარმოთა დიდ ნაწილში თვითმონიტორინგის სისტემების განთავსება დაგეგმილია აპრილი-მაისის თვეებში. 2022 წლის განმავლობაში, ზედამხედველობის დეპარტამენტი კვლავ გააგრძელებს მსხვილ საწარმოებში ჰაერდაცვითი მოთხოვნების შესრულების კონტროლს. სახელმწიფოს მიერ განხორციელებული თანმიმდევრული პოლიტიკის მიზანია, ათეული წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემების აღმოფხვრა სამრეწველო სექტორიდან ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. მინისტრის თქმით, ინტენსიურად გაგრძელდება საწვავის ხარისხის შემოწმების პროცესიც. გასულ წლებში, ზედამხედველობის დეპარტამენტმა 400-მდე ავტოგასამართი სადგურიდან 1000-მდე სინჯი შეამოწმა და კანონდარღვევებზე გატარდა შესაბამისი რეაგირება. წელს და მომდევნო წლებში ზედამხედველობის დეპარტამენტი გააგრძელებს საწვავის ხარისხის კონტროლს.
სახალხო დამცველის აპარატი: გიორგი ფეიქრიშვილს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პრეტენზიები არ აქვს
არეულობები ბარსელონაში - 128 ადამიანი დააკავეს, ათობით მაღაზია დაზიანდა
ფეიქრიშვილების დედა ამბობს, რომ მისი შვილის საკანში ვატო ყიფიანი შევიდა - პენიტენციური ფაქტს უარყოფს - ვიდეო
ფიგურული ციგურაობაში მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრანპრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)