00:34 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-14 16:37:35, 692 ნახვა

საზოგადოება
ოთარ შამუგია - მნიშვნელოვანი ღონისძიებები ტარდება სურსათის უვნებლობის ვეტერინარიის და ფიტოსანიტარიის მიმართულებით

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ,  „მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, სურსათის უვნებლობის კუთხით სახელმწიფო კონტროლის გაზრდის მნიშვნელობაზე, ვეტერინარულ და ფიტოსანიტარიულ ღონისძიებებზე ისაუბრა, რომლებიც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. 

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის გააქტიურებასთან ერთად, ყოველწლიურად იზრდება ბიზნესოპერატორთა ცნობიერებაც. მნიშვნელოვანი ღონისძიებები ტარდება ვეტერინარიის და ფიტოსანიტარიის  მიმართულებით, რაც უზრუნველყოფს , როგორც ცხოველთა დაავადებების, აგრეთვე  მცენარეთა მავნებლების გავრცელების  თავიდან აცილებას. 

სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად ახორციელებს ცხოველთა განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადებების (თურქული, ჯილეხი, ცოფი, წვრილფეხა პირუტყვის ჭირი, მსხვილფეხა პირუტყვის ნოდულარული დერმატიტი და ა.შ) საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ ვაქცინაციებს, ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას.  აღსანიშნავია, რომ ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (OIE) დადებითად შეაფასა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ცოფის საწინააღმდეგოდ გატარებული ღონისძიებები და მიღწეული პროგრესი. 

სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაზიანების მინიმუმამდე შემცირებისა და მოსავლის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია საკარანტინო და განსაკუთრებით საშიში მავნე ორგანიზმების რიცხოვნობის კონტროლი, პრევენცია, ბრძოლის ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება. საქართველოში, ისევე როგორც  მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში,  გლობალური დათბობის ფონზე შეინიშნება საკარანტინო მავნებლების პოპულაციების მკვეთრი მატება. „პრობლემის დასაძლევად ყოველწლიურად ხორციელდება  მცენარეთა დაცვის ღონისძიებები,  რომლებიც ეხმარება ფერმერებს მოსავლის შენარჩუნებაში.

ფაროსანას საწინააღმდეგოდ გატარებული ღონისძიებების შედეგად, ფერმერებმა მაღალი ხარისხის მოსავალი მიიღეს, რამაც განაპირობა თხილის ექსპორტის ზრდა. 2021 წელს, თხილის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 115 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (24 ათასი ტონა), ექსპორტირებული თხილის  უდიდესი ნაწილი გადის (69%) ევროკავშირის ბაზრებზე, ისეთ ქვეყნებში როგორებიცაა იტალია, გერმანია, ესპანეთი, ჩეხეთი, საფრანგეთი და სხვა”,-აღნიშნა ოთარ შამუგიამ.

ოთარ შამუგია: „10 წლის წინ, ჩვენ არცერთი ონლაინ მონიტორინგის სადგური არ გვქონდა, დღეს უკვე 10 ასეთი სადგური მოქმედებს ქვეყნის მასშტაბით და წელს კიდევ 9 სადგური დაემატება
„2015 წლის შემდგომ, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ჰაერის ხარისხის მართვის თანამედროვე სისტემის ჩამოყალიბებისთვის.  ჩამოყალიბდა ევროპულ დირექტივებთან შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო.
განვითარდა ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელი;  10 წლის წინ ჩვენ არცერთი ონლაინ მონიტორინგის სადგური არ გვქონდა, დღეს უკვე 10 ასეთი სადგური მოქმედებს ქვეყნის მასშტაბით და წელს კიდევ 9 სადგური დაემატება.  მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ საჯარო გავხადეთ ჰაერის ხარისხის შესახებ მონაცემები და მისი ნახვა ნებისმიერ მოქალაქეს ონლაინ რეჟიმში სპეციალურ პორტალზე შეუძლია.

ჩვენი მიზანია, 2024 წლისთვის გვქონდეს სრულად ევროპული სტანდარტების მონიტორინგის სისტემები“, - განაცხადა  „მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ.

2023 წლის ბოლომდე, საქართველოს მასშტაბით, 300-მდე მეტეოროლოგიური სადგური დამონტაჟდება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას, მონიტორინგის სისტემების  გაუმჯობესების მიზნით განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ისაუბრა. 

როგორც მინისტრმა აღნიშნა, კლიმატური ცვლილებების ფონზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ამინდისა და მოსალოდნელი სტიქიური პროცესების პროგნოზირებას.

„ამ მიმართულებით ჩვენ უკვე გვაქვს მნიშვნელოვანი პროგრესი, სახელმწიფოსა და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, ჩვენ დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში, განვათავსეთ 2 მეტეოროლოგიური რადარი, 2023 წლის ბოლომდე, საქართველოს მასშტაბით გვექნება 300-მდე მეტეოროლოგიური სადგური, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ამინდის პროგნოზის ხარისხს, მოსალოდნელი სტიქიური პროცესების პროგნოზირებას და ასევე მიაწვდის უფრო ზუსტ და მაღალი ხარისხის ინფორმაციას ჩვენ მოქალაქეებს“, -  განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ.

ქვეყნის მასშტაბით, მიწისქვეშა და ზედაპირული წყლის ხარისხზე დაკვირვების ქსელი ყოველწლიურად ფართოვდება

„ჩვენ დავიწყეთ წყლის ხარისხზე და რაოდენობაზე დაკვირვების ქსელის აღდგენა. ყოველწლიურად ფართოვდება მონიტორინგის ქსელი, მაგრამ არსებული მონიტორინგი არ არის საკმარისი საქართველოს წყლის ობიექტების მდგომარეობის სრულყოფილად შესაფასებლად.  მეტი კონკრეტიკისთვის, 10 წლის წინ 28 წერტილში ხდებოდა ზედაპირულ წყლებზე მონიტორინგი, დღეს უკვე - 231 ასეთ ადგილას მიმდინარეობს დაკვირვება, საერთოდ არ არსებობდა მიწისქვეშა წყლებზე დაკვირვების სისტემა; დღეის მდგომარეობით, 66 წერტილში ხდება დაკვირვება“, - განაცხადა „მინისტრის საათის“ ფორმატში საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლისას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 2,5 მილიონი ლარი გამოიყო წყლის რაოდენობაზე დაკვირვების ქსელის აღსადგენად, რის შედეგადაც, მოეწყობა წყლის დონეზე დაკვირვების დამატებითი სადგურები.  სისტემური ნაბიჯების გადადგმა, სახელმწიფოს საშუალებას მისცემს, პრაქტიკაში ეფექტიანად დაინერგოს წყლის სააუზო მართვის სისტემა და შექმნას წყლის რაციონალური გამოყენების მექანიზმები. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics