|
2022-04-14 16:32:15, 949 ნახვა
საზოგადოება
IDFI - 2022 წელს, 45 903 დევნილი ოჯახი კვლავ არ არის უზრუნველყოფილი საცხოვრებელი ფართით
2022 წელს დევნილი ოჯახების დაახლოებით 50% (45 903 ოჯახი) კვლავ არ არის უზრუნველყოფილი გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით. - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) კვლევზე დაყრდნობით ავრცელებს. IDFI-ის კვლევის თანახმად, 2021 წელს დევნილთა მხარდაჭერისთვის გათვალისწინებული პროგრამების წილი სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელებში 0.4%-მდე შემცირდა. 2017-2021 წლებში დევნილთა განსახლების პროექტებზე სულ დახარჯულია დაახლოებით 513 მილიონი ლარი და საცხოვრებელი ფართით 10 622 ოჯახი დაკმაყოფილდა. IDFI-ის შეფასებით, არსებული ტემპის შენარჩუნების პირობებში, სახელმწიფოს მინიმუმ კიდევ 20 წელი დაჭირდება ყველა დევნილი ოჯახის მუდმივი საცხოვრებლით უზრუნველყოფისათვის. "2017-2021 წლებში დევნილთა განსახლების პროექტებზე სულ დახარჯულია დაახლოებით 513 მილიონი ლარი, რომლის დაახლოებით 94% პროცენტი წარმოადგენს საბიუჯეტო სახსრებს. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ პერიოდში სახელმწიფო ბიუჯეტიდან მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსი მიემართა დევნილთა განსახლების პროგრამებზე, IDFI მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლების შესაბამისი პოლიტიკური ნების არსებობის პირობებში, შესაძლებელი იყო სახელმწიფო ბიუჯეტიდან ცალკეული ბიუროკრატიული ხარჯების შემცირების ხარჯზე, მნიშნელოვანი ფინანსური რესურსის გამოთავისუფლება და დევნილი ოჯახებისთვის შესაბამისი დახმარების გაწევის პროცესის დაჩქარება. ვინაიდან, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილმა ოჯახებმა საცხოვრებელი დაკარგეს შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად, საქართველოს ყველა ხელისუფლება ვალდებული იყო სოციალური პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტად განესაზღვრათ დევნილების მუდმივი საცხოვრებლით დროული უზრუნველყოფა და არსებული საერთაშორისო დახმარებასთან ერთად, სახელმწიფო სახსრების გამოთავისუფლებით მნიშვნელოვნად დაეჩქარებინათ დევნილი ოჯახებისათვის შესაბამისი დახმარების გაწევის პროცესი." - აღნიშნულია კვლევაში. IDFI მიიჩნევს, რომ დევნილი მოსახლეობის საცხოვრებლით უზრუნველყოფის დაჩქარებისთვის აუცილებელია: "სახელმწიფო ბიუჯეტის ზრდის პროპორციულად, გაიზარდოს დევნილი ოჯახების განსახლებისთვის არსებული დაფინანსება. კერძოდ, ყველა დევნილი ოჯახის განსახლების უზრუნველყოფამდე, საქართველოს კანონმდებლობით განისაზღვროს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამ მიზნით ყოველწლიურად გამოსაყოფი დაფინანსების პროცენტული ქვედა ზღვარი (ბიუჯეტის საერთო გადასახდელების მინიმუმ 1%). გაიზარდოს სახელმწიფო პროგრამების დაგეგმვის და განხორციელების ეფექტიანობა, რაც გამორიცხავს ამ მიზნით გამოყოფილი ფინანსური რესურსების ათვისების პრობლემას. საქართველოს ხელისუფლებამ გააქტიუროს დევნილთა განსახლების დაფინანსებისთვის დონორი ორგანიზაციების მოძიება." - ნათქვამია კვლევაში.
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)