00:33 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-14 15:56:14, 943 ნახვა

საზოგადოება
იუსტიციის სამინისტრომ შშმ პირთა უფლებების დაცვის 2022 წლის სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გამართა

შშმ პირთა უფლებების შესახებ გაერო-ს კონვენციასთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია; შშმ პირებისთვის იუსტიციის სამინისტროს სისტემაში არსებულ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა სერვისების და ინფრასტრუქტურის ადაპტირების გზით; პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი შშმ ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა უფლებების დაცვა მათი სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით − ეს ის საკითხებია, რომლებსაც  შშმ პირთა უფლებების დაცვის დოკუმენტში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა.

სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია დღეს გაიმართა. შეხვედრას იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილი ხელმძღვანელობდა. მინისტრის მოადგილემ პრეზენტაციის მონაწილეებს შშმ პირთა უფლებების დაცვის და სერვისებზე წვდომის გაუმჯობესების მიზნით სამინისტროს მიერ უკვე განხორციელებული ღონისძიებებიც გააცნო.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა,  2021წლიდან პირადობის ელექტრონულ მოწმობაზე შესაძლებელია შშმ პირის უვადოდ დადგენილი სტატუსის დატანა; დანერგილია ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისათვის ადაპტირებული მომსახურება; განხორციელდა ინფრასტრუქტურის ადაპტირება შშმ პირებისთვის; დაწყებულია იუსტიციის სამინისტროს სისტემის უწყებების ოფიციალური ვებგვერდების ადაპტირების პროცესი და სხვ.

ღონისძიება იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ორგანიზებითა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ შშმ პირები, მათი უფლებების დაცვაზე მომუშავე პირები და დონორი ორგანიზაციები. მათი ნაწილი პრეზენტაციაში რეგიონებიდან, დისტანციურად მონაწილეობდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics