00:33 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-13 17:46:34, 1151 ნახვა

საზოგადოება
გამარტივებული საქმისწარმოების ელექტრონული პორტალი დღეიდან ამოქმედდა

აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გამარტივებული საქმისწარმოების ელექტრონული პორტალი app.nbe.gov.ge შექმნა. - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, პორტალზე მომხმარებლებს შეუძლიათ სახლიდან გაუსვლელად, დისტანციურად მიადევნონ თვალყური მათი საქმის მიმდინარეობას, საქმისმწარმოებლის მიერ განხორციელებულ აქტივობებსა და წარმოების ეტაპებს.

მათივე ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში პორტალი მეტად განვითარდება და მოქალაქეებს სერვისზე მოთხოვნის/აპლიკაციის დარეგისტრირებაც ელექტრონულად შეეძლებათ.

აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე მირიან ხარაბაძემ პორტალის პრეზენტაცია დღეს გამართა. ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის მოადგილე ერეკლე ღვინიანიძე და ფინანსური ინსტიტუტების, ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, აღსრულების ეროვნული ბიურო საქმიანობაში ციფრული მმართველობის დანერგვის მხრივ, ერთ-ერთი მოწინავე უწყებაა, რაც თავის მხრივ სამინისტროს მიერ გაცხადებულ 10 წლიან სტრატეგიასთან არის თანხვედრაში.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ბიურომ საქმიანობაში ციფრული მმართველობის დანერგვის მიზნით, არაერთი პროექტი განახორციელა, მათ შორის, დაინერგა ციფრული არქივი, მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოების ე.წ. ელექტრონული თანაშემწის შექმნა. ამავდროულად, ბიურო აგრძელებს, როგორც სამართლებრივ რეფორმებს, ასევე არსებული ელექტრონული სერვისების განვითარებასა და ახალი სერვისების დანერგვას.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics