|
2022-04-13 15:52:03, 851 ნახვა
საზოგადოება
რეფერალური მომსახურების კომისიამ 801 მოქალაქეს სამედიცინო სერვისები 2 მილიონი ლარით დაუფინანსა
ჯანდაცვის სამინისტროს რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შექმნილი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა. კომისიამ 801 მოქალაქის, მათ შორის 188 ბავშვის სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მოთხოვნა დააკმაყოფილა, რისთვისაც ჯამში 2 მლნ ლარზე მეტი გამოიყო (2 039 081.964 ლარი). კომისიის გადაწყვეტილებით, რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, დაფინანსდა გადაუდებელი და გეგმური სამედიცინო სერვისი, ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურება, ქირურგიული ოპერაციები, მედიკამენტები და დიაგნოსტიკური კლინიკურ-ლაბორატორიულ კვლევები. რეფერალური პროგრამით, საქართველოს მოქალაქეებისათვის საჭირო სამედიცინო მომსახურება ფინანსდება როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ (ასეთის აუცილებლობის შემთხვევაში). კომისიურად განიხილება იმ მოქალაქეთა სამედიცინო სერვისების დაფინანსებაც, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე და არ არიან საქართველოს ჯანდაცვის და სოციალური პროგრამების მოსარგებლეები; ასეთ შემთხვევაში გადაწყვეტილების იღებს კომისია სპეციალური შემადგენლობით. რეფერალური პროგრამის ფარგლებში შექმნილი კომისიის სხდომა, შემოსული განცხადებების მიხედვით, ყოველკვირეულად ტარდება. სამედიცინო მომსახურებების დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებების მიღება საჭიროებების გათვალისწინებით ხდება. 2022 წლის 1 იანვრიდან 13 აპრილის ჩათვლით რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა 6801 სამედიცინო შემთხვევა, დაფინანსების მოცულობამ შეადგინა 15 971 811.85 ლარი.
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)