01:32 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-12 13:14:20, 1137 ნახვა

საზოგადოება
აჭარაში სტუარდინგის მიმართულებით ტრენინგები ჩატარდება

აჭარაში განთავსების ობიექტების კვებისა და სასმელების სამსახურის თანამშრომლებისთვის ტრენინგები იგეგმება.  - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

„აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი სტუარდინგის მიმართულებით თეორიულ-პრაქტიკულ ტრენინგებს პირველად ჩაატარებს. სტუარდებსა და შეფ სტუარდებზე გათვლილი მოკლევადიანი ტრენინგის მიზანია სამზარეულოს დასუფთავების, ჭურჭლისა და სამზარეულოს ინვენტარის მოვლა-დასუფთავების სტანდარტების გაუმჯობესება. ტრენინგებში მონაწილეობა შეუძლია აჭარაში მოქმედი განთავსების ობიექტების კვებისა და სასმელების სამსახურის თანამშრომლებს. მსურველები ონლაინ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის სერვისის განვითარების ონლაინ-პლატფორმაზე Serviceajara.ge -ზე უნდა დარეგისტრირდნენ. 

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში სერვისის გაუმჯობესების მიზნით ტრენინგებს, მასტერკლასებს, სემინარებსა და ვორქშოპებს ბოლო წლებია აქტიურად ატარებს. ის რეგიონში მოქმედი კვებისა და განთავსების ობიექტების თანამშრომლებზე, გიდეზე, ტურისტული სააგენტოებისა და საოჯახო-სასტუმრო სახლების წარმომადგენლებზეა გათვლილი. დეპარტამენტის საგანმანათლებლო პროექტებში მონაწილეობა  არის უფასო.“ - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics